ფონდი „სოხუმის" ლიდერ გოგონათა სკოლა მორიგი, ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. პირველი შესარჩევი ტრენინგი ხონში ჩატარდა, მეორე - ხურჩაში, მესამე კი - წყალტუბოში.
- ქალთა ლიდერობა, კომუნიკაცია, კონფლიქტის არსი - ერთდღიანი პროგრამა ამ თემების განხილვას გულისხმობდა.
მონაწილეთა შეფასებები ასეთი იყო:
- მოვედი იმ მოტივით, რომ მაქსიმალურად გამოვავლინო საკუთარი შესაძლებლობები და გავხდე ლიდერ გოგონათა სკოლის წევრი. ტრენერებმა ამისთვის ყველაფერი გააკეთეს.
- მივიღე ბევრი ახალი, საჭირო ინფორმაცია, საკუთარ თავს სულ სხვა კუთხით შევხედე და შევაფასე.
ტრენერთა აზრით, საკმაოდ ძლიერი კონტინგენტი შეიკრიბა, დისკუსიებმა, ჯგუფურმა თუ ინდივიდუალურმა სავარჯიშოებმა კარგად წარმოაჩინა მათი შესაძლებლობები. მონაწილეებიდან ოთხი მოხვდება ლიდერთა სკოლაში დანარჩენები ფონდი „სოხუმის" სხვადასხვა ღონისძიებაში ჩაერთვებიან.
შესარჩევი ტრენინგები სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის"
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი) |