სოფელი ხურჩა. ქუთაისელი და ხურჩელი ახალგაზრდები. კარგა ხნის წინ
დაგეგმილი
დებატები „ადამიანური უსაფრთხოება".
საკითხები, რომლებიც განიხილებოდა
აქამდე 5 ქალაქში. პოზიციები, რომლებსაც აფიქსირებდნენ ახალგაზრდები, ისეთი სიმწვავით არ გამოირჩეოდა როგორიც აქ, პატარა სოფელში, სადაც ყოველი დილა საომარი ვითარების გამწვავების შიშით თენდება.
"ჩემთვის ძალიან ემოციურია ვიყო ადგილას,
რომელიც ასე ახლოა აფხაზეთთან..."
„შორიდან თითქოს არ ჩანს ის პრობლემები,
რომლებიც დანარჩენ საქართველოსთან ურთიერთობისას იქმნება."
„ჩემი მშობლები ნაბაკევში ცხოვრობენ,
მე ზუგდიდში ვსწავლობ და ხშირად მექმნება წინააღმდეგობები მესაზღვრეებთან. ვიცი, რომ
ჩემისთანა ბევრია".
„რთულია, ისაუბრო და ეძიო გამოსავალი
- ეს არ არის დამოკიდებული უბრალო ადამიანებზე და წყდება სადღაც უფრო მაღალ პოლიტიკურ
„ასპარეზზე".
ახალგაზრდებმა იმედი გამოთქვეს, რომ
თებერვლის თვეში ჩატარებულ დებატებზე დაფიქსირებულ პრობლემებს რამდენიმე თვეში ნაკლებად
შეხვდებიან.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის"
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი) |