კვირა, 24.11.2024, 01:07
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » თებერვალი » 14

14 თებერვალს ბათუმის საკონსულტაციო საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა.  

სხდომაზე შეჯამდა 24-26 იანვარს ჩატარებული ტრენინგის შედეგები;   განხილული იყო ფონდის მიერ დაგეგმილი სოციოლოგიური კვლევის საორგანიზაციო საკითხები, განაწილდა მოვალეობები, მოხდა შეთანხმება ვადებზე, ჩატარდა კითხვარის სკრინინგი და ჩანიშნულ იქნა შენიშვნები მისი შემდგომი დახვეწისათვის.  

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ასევე საბჭოს ადვოკატირების ჯგუფის დაკომპლექტება, საბჭოს დებულების განხილვა და სხვა მიმდინარე საკითხები. აღინიშნა, რომ საბჭო თანდათან ჩამოყალიბდა ერთიან გუნდად და ის წარმატებით გაართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 782 | დაამატა: admin | თარიღი: 15.02.2014

აქცია - სიყვარულის 365 დღე" ჩატარდა ფონდი სოხუმის" ქალთა მხარდაჭერის ექვსივე ცენ - ქუთაის, წყალტუბოში, ხონ, სენაკ, ფოთ, ზუგდიდის აიონის სოფელ ხურჩასა და გალის აიოის სოფელ ნაბაკევში. მოეწყო შეხვედრები სკოლებსა და დევნილთა ჩასახლებებში - კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ძალადობა ბოროტებაა და უნდა გავერთეთ მის წინააღმდეგ! შეხვედრების მონაწილე ახალგაზრდებს  დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები და წითელი ბუშტები.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: აქციები | ნანახია: 892 | დაამატა: admin | თარიღი: 15.02.2014

შეხვედრა ბათუმის „მეგობრობის  სახლში" გაიმართა და მას ორგანიზაციის ხელმძღვანელი  ქალბატონი მედეა მიქელაძე უძღვებოდა. საინფორმაციო შეხვედრას რუსული, ბერძნული, სომხური და უკრაინული დიასპორების წარმომადგენლები - სხვადასხვა პროფესიის, თაობის ადამიანები დაესწრნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ფონდი „სოხუმის" წარმომადგენელი დაინტერესდა დიასპორების საქმიანობით, მათი პრობლემებით და სამომავლო გეგმებით, არანაკლები დაინტერესება გამოიჩინეს  დიასპორების წევრებმაც - გაეცნენ ფონდი „სოხუმის" მუშაობას და სურვილი გამოთქვეს, პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებში ჩაერთონ.

„მეგობრობის სახლში" სისტემატურად იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, არის სპეციალური ენის კურსები ეროვნული უმცირესობებისთვის, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, დაეუფლონ როგორც მშობლიურ, ასევე ქართულ ენ.

ტარდება ნტერკულტურული საღამოებიც თუმცა, მათივე თქმით, მეგობრული ურთიერთობებისთვის მსგავსი ღონისძიებების მეტი სიხშირით ჩატარებაა სასურველი.

 

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 884 | დაამატა: admin | თარიღი: 14.02.2014

- ეს არის ძალიან კარგი მეთოდი, დაანახო მაყურებელს ჩვენი საზოგადოების სენი, ძალადობა,  გულგრილობა, ამპარტავნობა, უფროსების მიმართ უპატივცემულობა, რომელიც ასე  შემოიჭრა ჩვენში, - ასეთი იყო მასწავლებელთა შეფასება.

მოსწავლეებიც კმაყოფილები იყვნენ ნანახითა და გაგონილით. წყალტუბოს №1 საჯარო სკოლაში ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრმა გამართა შეხვედრა, წარმოადგინეს 5 სცენა, აქედან 3 ახალი.

მაყურებელთა რაოდენობა 50-მდე იყო. ისინი აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში.

სკოლის დირექციის თხოვნით  კიდევ დაიგეგმა შეხვედრა, რომელსაც არა მარტო 1-ლი, არამედ მე-2 და მე-3 სკოლების მოსწავლეებიც დაესწრებიან.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 833 | დაამატა: admin | თარიღი: 14.02.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 42
სტუმარი: 42
მომხმარებელი: 0