კვირა, 24.11.2024, 00:29
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » თებერვალი » 04

გამომცემლობა "დიოგენეს" ინიციატივით 2014 წელი წიგნიერების წლად გამოცხადდა. ამ ინიციატივაში ჩაერთო ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა - ქვეყვის ერთ-ერთი უძველესი ბიბლიოთეკა, რომლის დოკუმენტთა რაოდენობა ერთ მილიონს აღწევს.

ფონდი „სოხუმიც" გამოეხმაურა ინიციატივას,  მონაწილეობას იღებს ბიბლიოთეკის ღონისძიებებში, იგეგმება ერთობლივი აქტივობებიც.

 

4 თებერვალს ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა პრეზენტაცია წიგნის „აფხაზის ლექსები". წიგნის ავტორი ახალგაზრდა პოეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერიტეტის სტუდენტი თემურ ხაჯბა.

პრეზენტაციას უამრავი სტუმარი ესწრებოდა (პედაგოგები, პროფესორ-მასწავლებლები, ჟურნალისტები, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მწერლები, პოეტები) და მას წითელ ზოლად გასდევდა სამშვიდობო სულისკვეთება. არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ქართველებსა და აფხაზებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენ ემსახურება.

მოზღვავებულ გრძნობებს კალამსა და ფურცელს ანდობს ახალგაზრდა პოეტი -  აფხაზეთის სიყვარულითაა გაჟღენთილი მისი ლექსების თითოეული სტრიქონი.

თემურ ხაჯბამ ორი წლის ასაკში დატოვა ოჩამჩირე, ის მშობლიურ კუთხეში დაბრუნების იმედს არ კარგავს.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 821 | დაამატა: admin | თარიღი: 04.02.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 64
სტუმარი: 64
მომხმარებელი: 0