ოთხშაბათი, 27.11.2024, 17:29
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » თებერვალი » 24

სოციალური მუშაკი, სოფლის რწმუნებული, პროკურორი, მოსამართლე, პედაგოგი,  საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ჟურნალისტი, სოციალური სამსახურის უფროსი, გამგებლის მოადგილე, საკრებულოს წევრი... - სარეგისტრაციო ფურცელზე 40-მდე მონაწილე დაფიქსირდა.

მთავარი ისაა, რომ ყველა მათგანი დაინტერესებულია იმ პრობლემით, რომელსაც მიეძღვნა ზუგდიდის გამგეობის დარბაზში ჩატარებული დებატები „ადეკვატურია თუ არა ადგილობრივი სტრუქტურების ძალისხმევა ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაში".

ექსპერტებმა წარმოადგინეს არსებული სიტუაცია, ისაუბრეს ბარიერებზე, რომელთაც აწყდება მსხვერპლი. განსაკუთრებით გამოიკვეთა ტრავმირებული ბავშვების  თემა.

ფონდი „სოხუმის" მიწვევით დებატებს დაესწრნენ სენაკის საკრებულოსა და გამგეობის   წევრები.

ყველა მონაწილე თავის გამოცდილებაზე საუბრობდა, თავისი პრაქტიკიდან მოიხმობდა მაგალითებს. იგრძნობოდა გულშემატკივრობა, პრობლემის მოგვარებისთვის საკუთარი წვლილის გაღების სურვილი.

ზუგდიდის საკრებულოს ბიუჯეტში უკვე არის თანხები ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დაცვისათვის. იგეგმება კიდევ უფრო აქტიური პარტნიორობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 786 | დაამატა: admin | თარიღი: 24.02.2014

პროექტის „ქალები და გოგონები მოქმედებენ მშვიდობისა და სოციალური სამართლიანობისათვის" ფარგლებში პირველი ვორკშოპი ქუთაისში ჩატარდა. გოგონებსა და ქალებს სტუდენტი ვაჟები შეუერთდნენ და დისკუსიები კიდევ უფრო საინტერესო გახადეს.

ადამიანური უსაფრთხოების საკითხიდან ქალებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული - შრომის უფლების დაცვა გამოიყო და შრომის კოდექსში შესული ცვლილებების ფონზე ჯგუფებმა თავიანთი ხედვა ჩამოაყალიბეს - „ექსპერტებმა" კარგად დაინახეს როგორც დასაქმებული ქალების, ასევე სამსახურის მაძიებლების პრობლემები და მათი გამოსწორების გზებიც დააფიქსირეს.

საინტერესო დისკუსიებით წარიმართა მუშაობა მეორე თემის გარშემო - ქალთა მშვიდობისმყოფელობის საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივი სტრატეგია ქალთა სამშვიდობო რესურსის გამოყენებისათვის. მონაწილეებმა ამ პოტენციალის მქონე ქალთა ჯგუფები გამოკვეთეს და მათი გაძლიერების სტრატეგია წარმოადგინეს.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 808 | დაამატა: admin | თარიღი: 24.02.2014

ძალიან ბევრ საკითხს შეიძლება შევხედოთ გენდერულ ჭრილში", - ღნიშნა თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკრებულოს წევრმა მამუკა მღვდელაძემ საკრებულოსთან არსებული გენდერული აკონსულტაციო აბჭოს მეორე სხდომაზე. საბჭოს წევრებმა განიხილეს ენდერული აკონსულტაციო აბჭო დებულებაში შეტანილი ცვლილებები და გენდერული სიტუაციის თაობაზე მოპოვებული ინფორმაცია. იმსჯელეს ქალაქის გენდერული კონცეციის შემუშავებაზე, დაგეგმეს მუშაობა ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევისათვის.

სხდომას თან სდევდა აკონსულტაციო აბჭოთითოეული წევრის მოტივაცია, აქტიურობა და ჩართულობის სურვილი.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 735 | დაამატა: admin | თარიღი: 24.02.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0