დევნილთა კომპაქტური დასახლების ცენტრებში გაიმართა 6 საინფორმაციო-საკონსულტაციო ფსიქოლოგიური შეხვედრა, სადაც მონაწილეობა მიიღო 51 ადამიანმა 20-დან 65 წლამდე. პირველად მონაწილებდა შეხვედრაში 7 ქალბატონი.
შეკრებილებს მოეწონათ მსჯელობა თემაზე - საკუთარი თავისა და სხვების შეცნობა. ჩატარდა საინტერესო სავარჯიშოები და აქტიური დისკუსია.
ამას გარდა, ორმა ქალბატონმა მიიღო ინდივიდუალური კონსულტაცია შვილებთან ურთიერთობისა და კონფლიქტების მოგვარების მიზნით.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
4, 10 და 23 თებერვალს ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაცია წყალტუბოს, ფოთისა და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
ბენეფიციართა საერთო რაოდენობა იყო 32, შეხვედრის თემა - გენდერული განვითარება, გენდერული როლების ათვისება, მიზანი კი: ინფორმირებულობის გაზრდა ოჯახსა და საზოგადოებაში გენდერულ განვითარებასთან დაკავშირებით.
ფსიქოლოგი შეხვდა აგრეთვე ძალადობის მსხვერპლ ახალგაზრდა ქალბატონს, რომელმაც მიიღო პრაქტიკული რჩევები სტრესისა და პოსტტრავმული სინდრომის მართვის კუთხით.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
წყალტუბოს, სენაკის, ფოთისა და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა საკონსულტაციო იურიდიული შეხვედრები, რომელთაც ესწრებოდნენ დევნილი და ადგილობრივი ქალბატონები. შეხვედრებზე განხილულ იქნა სხვადასხვა თემა: იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები საცხოვრებელი ფართის გამოყოფის პროცესში, განქორწინება და ალიმენტის დანიშვნის წესები, მოწმედ გამომსვლელის უფლებები და მოვალეობები.
ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში იურიდიული კონსულტაცია მიეძღვნა აფხაზეთში მიმდინარე პასპორტიზაციის პრობლემას. შეხვედრის მონაწილეებს აინტერესებდათ, როგორ უნდა იცხოვრონ საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებმა აფხაზეთში.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების იურისტებმა დეტალური განმარტებები მისცეს შეხვედრის მონაწილეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
სენაკის, ქუთაისისა და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის კონსულტაციები, რომელთაც ესწრებოდა 21 დევნილი და 12 ადგილობრივი ქალბატონი, აგრეთვე 16 ახალგაზრდა 25 წლამდე.
საუბრის თემა: საკუთარი თავისა და სხვების შეცნობა. როგორ გვესმის ჩვენი თავის, საკუთარი რეაქციები, ემოციები, ყოველ ახალ სიტუაციაში თავის შეცნობის ნიჭი.
შეასრულეს სავარჯიშო „საკუთარი თავის დამახასიათებელი 20 სიტყვა“. ფსიქოლოგმა ამოარჩია სიტყვები, რომლებიც ხშირად მეორდებოდა: დამჯერე, მორჩილი, ერთგული, ვაჟკაცური, ამტანი, გამტანი, მარჩენალი, დამთმობი, მშრომელი, დიასახლისი, თავმდაბალი, მომთმენი...
შეიქმნა ქალის ასეთი უჩვეულო პორტრეტი. გაოცების შემდეგ იყო თვითშეფასების განსჯა და საკუთარი თავის შეცვლის სურვილი.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
16 თებერვალს ფონდი „სოხუმის“ იურისტი შეხვდა სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილთა ერთ ჯგუფს. მათ მთავარ პრობლემას წარმოადგენს გაზიფიკაცია და საცხოვრებელი ფართების დაკანონება. გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები სხვადასხვა საკითხზე.
შედგა აგრეთვე შეხვედრა ადგილობრივ მოქალაქესთან, რომელმაც ჩვენს ორგანიზაციას მიმართა იურიდიული დახმარებისათვის პირად საკითხებში.
იურისტის კონსულტაციები ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში სხვადასხვა საკითხებს შეეხებოდა. შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში არსებული პრობლემებით. მათ მიიღეს ინფორმაცია კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ, რომელიც აღნიშნულ საკითხებს დაარეგულირებს.
ფართის მიშენება რამდენადაა ნებადართული, როგორ ხდება მოძალადეზე შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოწერა, როგორ არეგულირებს კანონი მემკვიდრეობის საკითხს - ამ საკითხებზე მიიღეს კონპეტენტური ინფორმაციები ხურჩის, სენაკის, ფოთისა და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებულ შეხვედრებში.
კონსულტაციებს უძღვებოდნენ ქალთა მხარდაჭერის იურისტები.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
ქუთაისის სასტუმრო „ხვამლის“ კოლექტიურ ცენტრში მცხოვრები დევნილები გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან, შენობა საცხოვრებლად უვარგისია.
მათ შეხვდა ფონდი „სოხუმის“ იურისტი, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია დევნილთა განსახლების კრიტერიუმებსა და პროცედურებზე, არსებულ პროგრამებზე. ამ ეტაპზე ისინი ელოდებიან კომისიას, რომელმაც უნდა გასცეს კონკრეტული პასუხი. თუ არ მოხდება რეაგირება, მათ გადაწყვეტილი აქვთ, განცხადება გააგზავნონ სამინისტროში.
ამას გარდა შეხვედრაზე გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით (განქორწინება და მისი პროცედურები; სამეზობლო დავა; სოციალურად დაუცველი პირები).