წყალტუბოს ახალგაზრდულ ცენტრში ადამიანური
უსაფრთხოების თემის განხილვა საინტერესოდ წარიმართა.
მონაწილეთა შორის მხოლოდ
რამდენიმემ გამოთქვა მოსაზრება, რომ ისეთი
გლობალური საფრთხეების შიში აქვთ, როგორიცაა ქვეყანაში ახალი კონფლიქტების წარმოშობა,
შიდა არეულობა და პოლიტიკური არასტაბილურობა.
დანარჩენმა მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ მათთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს უმუშევრობა,
დაუცველობის შეგრძნება, უსამართლობა და ზოგადად, ხვალინდელი დღის შიში.
ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ ის გრძნობს ძალადობის საფრთხეს, რადგან ხედავს, რომ ოჯახური კონფლიქტების
შედეგად ქალი ხშირად ხდება ძალადობის მსხვერპლი.
დებატები მნიშვნელოვანი
იყო მონაწილეთათვის, რადგან
მათ პირველად განიხილეს ადამიანური უსაფრთხოების თემა ასე სიღრმისეულად. ითქვა, რომ არის საკითხები, რომელთა მოგვარებით ჩვენ თვითონ შევუქმნით საკუთარ თავს უსაფრთხოების გარანტიებს: მაგალითად, დავიცავთ საკუთარ და სხვის
უფლებებს, ხელს შევუწყობთ არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბებას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის"
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი) |