მთავარი »
2011 » ივნისი » 19 » შეხვედრები ხონის სამხედრო დასახლებაში
01:14 შეხვედრები ხონის სამხედრო დასახლებაში |
|
ხონის სამხედრო დასახლების 10 კოლექტიურ ცენტრში ჩატარდა შეხვედრები თემაზე "გლობალური კვირა შეიარაღებული ძალადობის წინააღმდეგ".
დევნილებს მიეწოდათ ინფორმაცია იმაზე,რომ ქსელ IANSA-ს ორგანიზებით 13-19 ივნისს მთელ მსოფლიოში ტარდება უკონტროლო შეიარაღების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო კამპანია.
აღინიშნა,რომ კამპანიისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გენდერულ თემატიკას, რადგან შეიარაღებული კონფლიქტების დროს უფრო მეტად ქალები ზარალდებიან. გამახვილდა ყურადღება იმაზეც, თუ რამდენადაა გავრცელებული მოზარდებში ცივი იარაღის ტარების ფაქტები, რაც, სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში ფატალური შედეგით მთავრდება.
შეხვედრების ორგანიზებისას განსაკუთრებით იაქტიურეს ახალგაზრდებმა, დაარიგეს ფონდი „სოხუმის" მომზადებული საინფორმაციო ფურცლები და პოსტერები. დევნილებმა ისაუბრეს იმ ტკივილზე, რომელიც მათ მოუტანა უკონტროლო შეიარაღებამ, ომმა. გამოითქვა მოსაზრება, რომ საჭიროა იარაღზე კონტროლის გამკაცრება და ადამიანთა სოლიდარობა შეირაღებული ძალადობის წინაღმდეგ. |
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 1119 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |