პარასკევი, 26.04.2024, 09:23
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » ივნისი » 16 » გაცვლითი შეხვედრები აზერბაიჯანსა და სომხეთში
12:24
გაცვლითი შეხვედრები აზერბაიჯანსა და სომხეთში


ივნისში ჩატარდა გაცვლითი შეხვედრები აზერბაიჯანსა (7-8 ივნისი) და სომხეთში (15-16 ივნისი) „იგპ ქალთა ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგში მათი ჩართვის გზით" პროგრამის ფარგლებში. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფონდი „სოხუმის" მიერ შერჩეული  იგპ  ქალები, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების  ბიუჯეტის მონიტორინგს ატარებენ სოციალური დაცვის, ჯანმრთელობისა და განათლების სფეროში, გენდერული ასპექტის გათვალისწინებით.

 შეხვედრები შედგა  აზერბაიჯანში არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა უფლებების დაცვის საზოგადოებასთან" (ქ. ბაქო) , ქ. სუმგაითის - სარაისა  და ბაქოს - იასამალის მუნიციპალიტეტების  წარმომადგენლებთან. იასამალის მუნიციპალიტეტში  არსებული 5 კომისიიდან- 3-ის თავმჯდომარე ქალია.

შეხვედრები ჩატარდა სომხეთის ქ. გიუმრის არასამთავრობო  ორგანიზაციასთან „ქალები განვითარებისათვის"; გიუმრისა და სოფელ არეგნადემის  მუნიციპალიტეტებში; სომხეთის „ოჯახის, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების" ხელმძღვანელთან.

გაცვლითი შეხვედრებისას  მონაწილეები გაეცნენ ორსულ  ქალთა დახმარების ძალიან ეფექტურ პროგრამას, რომლის მიხედვითაც, ყველა კონსულტაცია მშობიარობამდე და თვით მშობიარობა-უფასოა.  მშობიარე ქალებს აქვთ ერთწლიანი უფასო დეკრეტული შვებულება,  შემდეგ - 2 წლის განმავლობაში - ეძლევათ  ყოველთვიური დახმარება.

შეხვედრებზე ხაზი გაესვა იმას, რომ ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესება საგრძნობია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გენდერული, სოციალური დაცვის, ჯანმრთელობისა და განათლების კუთხით მოუგვარებელი საკითხი, რისთვისაც აუცილებელია სპეციალური სტრატეგიის შემუშავება.

 


კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 908 | დაამატა: moderatori | ტეგები: US Embassy | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0