ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:20
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კამპანიები

ქალთა მხარდაჭერის ცენტრები

წყალტუბო. მრგვალი მაგიდა – 04.03.15 – 14.00 – საკრებულო - ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და ადგილობრივი აქტივისტები

ხონი. მრგვალი მაგიდა – 05.03.15 – 14.00 – საკრებულო - ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და ადგილობრივი აქტივისტები

ქუთაისი. მრგვალი მაგიდა –09.03.15 – 14.00 – საკრებულო - ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და ადგილობრივი აქტივისტები

ფოთი. მრგვალი მაგიდა –09.03.15 – 14.00 – საკრებულო - ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და ადგილობრივი აქტივისტები

სენაკი. მრგვალი მაგიდა – 10.03.15 – 12.00 – საკრებულო - ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და ადგილობრივი აქტივისტები

ზუგდიდი. სოფელი ხურჩა. მრგვალი მაგიდა – 10.03.15 – 14.00 –- საკრებულო - ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და ადგილობრივი აქტივისტები

ახალგაზრდული კლუბები

ქუთაისი. 10 მარტი, 15.00 – ფილმის ჩვენება წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში და დისკუსია ახალგაზრდებთან

ხონი. 8 მარტი,  12.00 – აქცია – საინფორმაციო ფურცლების დარიგება ქალაქის ცენტრში ახალგაზრდა  მოხალისეების მიერ

წყალტუბო. 10 მარტი, 15.00 - საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებთან  ქალთა მხარდაჭერის ცენტრში

სენაკი. 10 მარტი, 15.00 - საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან  - 1 საჯარო სკოლა

ფოთი. 6 მარტი,  15.00 – შეხვედრა №1 სკოლაში მასწავლებლებთან

კოკი (ზუგდიდი). 7 მარტი, 15.00 – აქცია – საინფორმაციო ფურცლების დარიგება მოსახლეობაში

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კამპანიები | ნანახია: 775 | დაამატა: admin | თარიღი: 01.03.2015

 

ლიდერ გოგონათა სკოლის წევრების ორგანიზებით სენაკსა და წყალტუბოში ნახატების გამოფენა მოეწყო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-7 საჯარო სკოლაში (სენაკი) ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მესამე და მეოთხე კლასების მოსწავლეები, წყალტუბოს პირველ სკოლაში  კი - მერვეკლასელები.

გამოფენებმა თვალნათელი გახადა ბავშვების თვალით დანახული ძალადობა და მშვიდობა.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: კამპანიები | ნანახია: 764 | დაამატა: admin | თარიღი: 09.12.2014

6 დეკემბერს გაიმართა თამაში წყალტუბოს „დინოზავრისა“ და თბილისის „დინამოს“ მორაგბეებს შორის.

ამ თამაშით  რაგბისტებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: კამპანიები | ნანახია: 707 | დაამატა: admin | თარიღი: 06.12.2014

 

3 დეკემბერს ლიდერ გოგონათა სკოლის წევრების ორგანიზებით ქუთაისში,  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  გაიმართა შეხვედრა პოეტ პაპუნა რევიშვილთან.  

მოწვეულნი იყვნენ ახალგაზრდები და მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები.

ბატონმა პაპუნამ წაიკითხა პატრიოტული სულისკვეთებით და ქალისადმი მიძღვნილი ლექსები. შემდეგ  გაიმართა დისკუსია. აღინიშნა, რომ ძალადობა ბოროტებაა, ქალთა მიმართ ძალადობა კი ბოროტებასთან ერთად უსუსურობაცაა.

 

5 დეკემბერს ლიდერ გოგონათა სკოლის წარმომადგენლებმა, ზუგდიდის ჭითაწყარის საჯარო სკოლაში საინფორმაციო ფურცლები დაარიგეს და 16-დღიანი კამპანიის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს.  

ამავე დღეს ქუთაისის მე-13 სკოლაში, ლიდერ გოგონათა სკოლის წევრებმა მოსწავლეებს  უჩვენეს ახალგაზრდების მიერ გადაღებული ფილმი „ერთ ჩვეულებრივ დღეს“, შემდეგ კი ფილმში ასახულ ძალადობის პრობლემაზე იმსჯელეს.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: კამპანიები | ნანახია: 772 | დაამატა: admin | თარიღი: 05.12.2014

 

30 ნოემბერს ქუთაისის ყინულის სასახლეში ჰოკეის ეროვნული ნაკრების საჩვენებელი თამაში გაიმართა. ლიდერ გოგონათა სკოლის წევრებმა სპორტსმენებს მოუწოდეს, შეუერთდნენ 16-დღიან კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

შემდეგში ჰოკეისტებმა საკუთარი ინიციატივით, ბათუმში გამართულ თამაშზე კვლავ დააფიქსირეს თავიანთი მხარდაჭერა ქალების მიმართ.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: კამპანიები | ნანახია: 731 | დაამატა: admin | თარიღი: 30.11.2014

 

დაგეგმილი ღონისძიებები დასავლეთ საქართველოს 6 ქალაქში ერთი მეორის მიყოლებით ტარდება. ახალგაზრდული ქსელის საინიციატივო ჯგუფები 25 ნოემბერს შეუერთდნენ მასშტაბურ აქციებს.

ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული ქსელი აქტიურად ჩაერთო 16-დღიან კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ქუჩებში, ხალხმრავალ ადგილებში დარიგდა კამპანიის სიმბოლური ლენტები, საინფორმაციო ფურცლები, ბროშურები.

ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა დაწესებულებაში, მოსახლეობასთან. გაიმართა ესეების კონკურსი.

ამ ღონისძიებებში ახალგაზრდულმა ქსელმა ათობით თანატოლი ჩართო, რადგან მათთვის მიუღებელია ძალადობა.  

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: კამპანიები | ნანახია: 682 | დაამატა: admin | თარიღი: 30.11.2014

 

ლიდერ გოგონათა სკოლის ქუთაისის ჯგუფის ორგანიზები წყალტუბოს სპორტის სასახლეში ამხანაგური შეხვედრა გაიმართა მინი ფეხბურთში. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ წყალტუბოს სპორტსმენები და ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები.

ამ შეხვედრით მამაკაცებმა მხარი დაუჭირეს 16-დღიან კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: კამპანიები | ნანახია: 753 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2014

1 2 3 4 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 50
სტუმარი: 50
მომხმარებელი: 0