კვირა, 24.11.2024, 00:19
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » ივნისი » 12 » ტრენინგი ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის თემაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთათვის
20:21
ტრენინგი ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის თემაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთათვის

10–12 ივნისს ქ. ბათუმში, სასტუმრო "ჩაოში” ჩატარდა ტრენინგი თემაზე "პრევენციული სტრატეგიები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ”. ტრენინგს ესწრებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის 16 წარმომადგენელი, რომლებიც მოწვეულნი იყვნენ ქუთაისიდან, ფოთიდან, ზუგდიდიდან, სენაკიდან, წყალტუბოდან, ხონიდან.  

ტრენინგის ჩატარება განაპირობა იმან, რომ ძალადობის პრობლემის მოგვარება წარმოუდგენელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობის გარეშე, ისინი კი, როგორც წესი, ამოვარდნილნი არიან ძალადობასთან ბრძოლის საერთო კონტექსტიდან და არ მოიაზრებიან  რეფერალურ მექანიზმებში.

მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ ტრენინგის მსვლელობაში. მათი პროდუქტიული მუშაობის შედეგად ყოველი ქალაქისათვის შემუშავდა ადგილობრივი თვითმმართველობის რეალობაზე მორგებული ორიგინალური კონცეფციების მოდელები, რაც ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის  სამომავლო სტრატეგიებს დაუდებს სათავეს.   

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 955 | დაამატა: admin | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0