ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:50
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » ივნისი » 1 » ტელეგადაცემა ბავშვთა დღეს მიეძღვნა
20:31
ტელეგადაცემა ბავშვთა დღეს მიეძღვნა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა ფონდი "სოხუმის" მიერ ორგანიზებული ტელეგადაცემა, რომელსაც დევნილი მოზარდები, პედაგოგები, უფლებადამცავი ორგანიზაციის წარმომადგენლები, პოეტები და მსახიობები დაესწრნენ.

გადაცემის მსვლელობისას პასუხი გაეცა კითხვებს: როგორია გარემო, რომელშიც ჩვენი შვილები ცხოვრობენ; აქვთ თუ არა მათ ოპტიმალური პირობები ჯანსაღი და სრულფასოვანი განვითარებისათვის ოჯახში, სკოლაში, საზოგადოებაში.

იყო საუბარი იმაზე, რომ ბავშვებს აქვთ უფლება, გაიზარდონ არაძალადობრივ გარემოში. მათი ჯანმრთელობა, სულიერი და  გონებრივი განვითარება საყოველთაო ზრუნვის საგანი უნდა იყოს - პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან.

ტელედისკუსიისას აქტიურობდნენ მოზარდები დევნილი ოჯახებიდან. მათ თავიანთი ოცნებებიც გააჟღერეს, ბავშვური ხედვაც დააფიქსირეს იმაზე, რაც მათ ირგვლივ ხდება და ყველა თანატოლს მშვიდობიანი და ბედნიერი მომავალი უსურვეს.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 1016 | დაამატა: admin | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 22
სტუმარი: 22
მომხმარებელი: 0