შეხვედრები კამპანიის "გლობალური კვირა შეიარაღებული ძალადობის წინააღმდეგ" ფარგლებში ჩატარდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის პრესსამსახურებისათვის.
საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ნარმანიამ გაიხსენა 1991-93 წლების შეიარაღებული ძალადობის ფაქტები.
შეხვედრები ჩატარდა დევნილებთან სხვადასხვა ადგილას: შპს "ეგრისი 2002", მესამე სკოლა, სენაკის რკინიგზის ინტერნატი, მუზეუმი, სენაკის ბავშვთა სანატორიუმი, მეხუთე ტრესტი, კვების კომბინატი, რკინიგზის სანატორიუმი და კერამიკის ქარხნის ჩასახლება.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს იმ საფრთხეებზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს უკონტროლო შეიარაღებამ. გაიხსენეს აფხაზეთის ომისა და 2008 წლის აგვისტოს მძიმე დღეები. ითქვა, რომ სწორედ უკონტროლო იარაღმა აქცია ისინი დევნილებად თავიანთ სამშობლოში. მათი აზრით, აქცია ერთჯერად ხასიათს არ უნდა ატარებდეს. ვინც მსგავსი ტრაგედია გამოიარა, განსაკუთრებით იცის მშვიდობის ფასი.
აღსანიშნავია ისიც, რომ კამპანიის მიმდინარეობისა და შეხვედრების შესახებ ინფორმაცია განთავსდა სენაკის მუნიციპალიტეტისა და გამგეობის საიტზე www.senaki.ge. |