|
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ხონში, წყალტუბოში, სენაკში, ქუთაისში, ფოთსა და ხურჩაში
ჩატარდა 6 ჯგუფური და 2 ინდივიდუალური
შეხვედრა ფსიქოლოგთან. ფსიქო-რეაბილიტაცია გაიარა 21-დან 56 წლამდე ასაკის 117
ქალმა.
შეხვედრებში მონაწილე დევნილი ქალები
სულ უფრო აქტიურნი ხდებიან.
მონაწილეთაგან ერთ-ერთმა თავის შინაგან სულიერ ცვლილებებზე
ასე ისაუბრა: - როცა ჩვენ გაცნობიერებულად, წინასწარგანზრახულად გამოვიმუშავებთ
ახალ- უკეთეს ჩვევებს, ჩვენი საკუთარი „მე", იშორებს ძველს და ირგებს ახალს. ფსიქოლოგთან რამდენიმე შეხვედრის
შემდეგ, შევეცადე, მომეხსნა „მანტია,"
რომ ყველა წარუმატებლობის მიზეზი მე ვარ. დღეს მე ვაქებ საკუთარ თავს, მაშინაც კი, როცა
ვამზადებ საჭმელს და ჩვენი საოჯახო საქმეები უკეთესობისაკენ წავიდა.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
|