მთავარი »
2011 » ივნისი » 15 » შეხვედრა კოლექტიურ ცენტრში
14:50 შეხვედრა კოლექტიურ ცენტრში |
|
შეხვედრა თემაზე- "გლობალური კვირა შეიარაღებული ძალადობის წინააღმდეგ"- ჩატარდა ქუთაისის ყოფილი ბაღის კოლექტიურ ცენტრში. შეხვედრაზე მოსულთ საინფორმაციო ფურცლები დაურიგდათ, თვალსაჩინო ადგილას გამოიკრა პოსტერი, ჩაიწერა რადიოინტერვიუები.
შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ მსგავსი კამპანიები ხელს უწყობს ომის მძიმე შედეგების თავიდან აცილებას.
- რამდენი ტკივილი მოგვაყენა ბოროტად გამოყენებულმა იარაღმა. სწორედ შეიარაღებული ძალადობის ბრალია, რომ ჩვენ დევნილები ვართ ჩვენი სახლებიდან, - თქვა დევნილმა ნაზი კაციამ.
ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი მსოფლიოში ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება საომარი მოქმედებებისა და კონფლიქტების თავიდან აცილება. ჩვენც ვუერთდებით ამ საერთაშორისო სამშვიდობო კამპანიას, - ითქვა დასკვნის სახით შეხვედრაზე.
|
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 944 |
დაამატა: moderatori
| რეიტინგი: 0.0/0 |