ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:49
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » ივნისი » 17 » შეხვედრა ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებთან ბათუმში
11:08
შეხვედრა ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებთან ბათუმში


ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა ქობულეთის გამგეობაში  უსინათლოთა კავშირის შენობის დახურვის საკითხი  დასვა. ქალთა აქტიურობით პრობლემა დადებითად გადაწყდა-უსინათლოთა კავშირის წევრებს ქობულეთის გამგეობამ შენობის  პირველი სართული მისცა .

ადვოკატირების ხუთკაციანი ჯგუფი გამოვიდა კიდევ ერთი ახალი  ინიციატივით, ქალებს (დედის დღეს-3 მარტს)  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ბიუჯეტიდან  გარკვეული თანხა გამოეყოთ საჩუქრად.

ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრას ესწრებოდა  თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს დეპუტატი, სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი დარეჯან ცხვიტარია, რომელმაც ბელგიასა და ესტონეთში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა მსმენელთ. მან აღნიშნა:„ გულხელდაკრეფილი ჯდომა არ გვიშველის, ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში." 

კლუბის წევრებს დაურიგდათ საინფორმაციო  ფურცლები მსოფლიოში უკონტროლო შეიარაღების აღკვეთის საერთაშორისო  კამპანიასთან დაკავშირებით.

შეხვედრას ესწრებოდა აჭარის პროფკავშირების გაერთიანების გამოცემის „თქვენი გაზეთის"  რედაქტორი დალი ინაიშვილი. რომლის თქმით, ინფორმაციას კლუბის მუშაობის შესახებ სულ მალე ამ  გაზეთის მკითხველიც იხილავს.

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

 


კატეგორია: კლუბები | ნანახია: 980 | დაამატა: moderatori | ტეგები: NED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 10
სტუმარი: 10
მომხმარებელი: 0