მთავარი »
2011 » ივნისი » 29 » კლუბი-„მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთზე“
01:38 კლუბი-„მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთზე“ |
|
ამ პროექტის ფარგლებში ფონდ „სოხუმში" (03.06.2011; 29.06.2011), წყალტუბოსა (13.06.2011) და ხონში (28.06.2011) ჩატარდა ოთხი შეხვედრა თემაზე: „ოჩამჩირე და მისი ისტორიული მნიშვნელობა".
შეხვედრების მონაწილე გოგონები გაეცნენ საინტერესო ისტორიულ ფაქტებს აფხაზეთის ერთ-ერთი ზღვისპირა ქალაქის ოჩამჩირის შესახებ. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მოწვეული სტუმრების-ოჩამჩირის მკვიდრი უფროსი თაობის წარმომადგენლების ცოცხალი მაგალითებით გაჯერებული საუბრები.
-თითოეული ჩვენგანი ცხოვრობს მშობლიურ კუთხეში დაბრუნების იმედით.ორივე მხარემ უნდა ვეძებოთ გზები მშვიდობიანი თანაცხოვრების აღსადგენად;
- ბევრმა ახალგაზრდამ მამა-პაპათა კუთხე მხოლოდ უფროსების გადმოცემით იცის. მსგავსი ხასიათის საუბრები, ვფიქრობთ, ახალგაზრდობას გაუღვივებს ინტერესს აფხაზეთისადმი, - ითქვა შეხვედრებზე. |
|
კატეგორია: კლუბები |
ნანახია: 815 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |