ამომრჩეველ ქალთა კლუბის მუშაობას 25 წევრი დაესწრო - მათ შორის იყვნენ ახლებიც.
კლუბის წევრებმა დადებითად შეაფასეს გასულ თვეში ჩატარებული ვორკ-შოპი თემაზე - „ლიდერი და მისი გუნდი". ერთხმად დაასკვნეს, რომ გუნდური მუშაობით შესაძლებელია პრობლემების უფრო ეფექტურად გადაჭრა.
ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა კლუბის წევრებს მუშაობის მოკლე ანგარიში ჩააბარა.
აღინიშნა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში დაისვა საკითხი დევნილ სტუდენტთათვის ტრანსპორტით მგზავრობაზე შეღავათების დაწესების შესახებ. ადგილობრივი თვითმმართველობის სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენელთა დაპირებით, პრობლემა უახლოეს დროში მოგვარდება.
შეხვედრის ბოლოს ქალბატონებმა იმსჯელეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ქალების უმრავლესობა თვლის, რომ არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის საზოგადოებას ყველა წევრს. საჭიროა ქალთა მეტი აქტიურობა, რათა თავიდან ავიცილოთ დესტაბილიზაცია ქვეყანაში.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)