კვირა, 24.11.2024, 00:23
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » ივნისი » 8 » ამომრჩეველ ქალთა კლუბი ფოთში
15:05
ამომრჩეველ ქალთა კლუბი ფოთში

თვითმმართველი ქალაქ ფოთში შეკრებილმა ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა სოციალურ პრობლემებზე ისაუბრეს.

კლუბის მუშაობას  დაესწრნენ ადამიანები  უკიდურესად შეჭირვებული ოჯახებიდან  - უსახლკარო ქალები, ინვალიდთა დედები, მიგრანტები.  ქალბატონებმა თავიანთი პრობლემები გააცნეს  ამომრჩეველ ქალთა კლუბის  წევრს დარეჯან ცხვიტარიას, რომელიც საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა. ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა საკითხიც დასვა.

- ასეთი კატეგორიის ბავშვი ბევრია, თუმცა. ქალაქში მათთვის ერთი დღის ცენტრიც კი არ არსებობს. - ითქვა შეხვედრაზე. სამომავლოდ ადვოკატირების ჯგუფი სწორედ  ამ საკითხის შესწავლასა და მოგვარებას გეგმავს.

ქალბატონმა დარეჯანმა შეკრებილთ გაუზიარა ინფორმაცია ბელგიასა  და  ესტონეთში ერთკვირიანი ვიზიტის შესახებ.

მან აღნიშნა, რომ ძალზე სასარგებლო იყო შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დიპლომატიური რანგის წარმომადგენლებთან.

- ავიმაღლე პოლიტიკური ცოდნა, გავიზიარე სხვა ქვეყნების გამოცდილება ადგილობრივ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის კუთხით, გავიჩინე ახალი თანამოაზრეები.

დარეჯან ცხვიტარია ბრიუსელში ფონდი" სოხუმის" რეკომენდაციით გაემგზავრა. როგორც თავად ამბობს, მიღებულ გამოცდილებას ქალთა კლუბის წევრებს გაუზიარებს, თანაქალაქელების კეთილდღეობას  მოახმარს.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 969 | დაამატა: admin | ტეგები: NED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 31
სტუმარი: 31
მომხმარებელი: 0