ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:47
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » ივნისი » 14 » ამომრჩეველ ქალთა კლუბი ოზურგეთში
17:30
ამომრჩეველ ქალთა კლუბი ოზურგეთში

IANSA-სას მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კამპანიაში „გლობალური კვირა შეიარაღებული ძალადობის წინააღმდეგ" ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებიც ჩაერთნენ. შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ფურცლები.

ქალებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ უკონტროლო შეიარაღებას დიდი მსხვერპლი მოსდევს და ამ ფაქტის წინააღმდეგ ყველამ უნდა აიმაღლოს ხმა.

შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიც შეფასდა. ითქვა, რომ მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა ერთნაირად ეკისრება როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციას.

ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა მუშაობის მოკლე ანგარიში წარმოადგინა. მათ  საკრებულოში ტრანპორტთან დაკავშირებული საკითხები დასვეს (არის ქუჩები, სადაც საერთოდ არ მოძრაობს ტრანსპორტი. ასევე არ არსებობს შეღავათები სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და პედაგოგებისათვის).  ოზურგეთელი ქალბატონები იმედოვნებენ, რომ ქალაქში ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები  სექტემბრიდან მოგვარდება.

ოზურგეთის ახალგაზრდულ რესურს-ცენტრში შეკრებილმა კლუბის წევრებმა ახალგაზრდა შემოქმედთა ნამუშევრებიც ( სამკაულები, თიხის ჭურჭელი და სხვა) დაათვალიერეს.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 917 | დაამატა: admin | ტეგები: NED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0