თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს წევრმა დარეჯან ცხვიტარიამ ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებს გააცნო ბრიუსელში რამდენიმედღიანი ვიზიტის მიზანი.
- საინტერესო იყო შეხვედრები ბრიუსელში, ვილნიუსსა და ტარტუში. საქართველოდან 7 წარმომადგენელი ვიყავით, მათ შორის 2 ქალი და 5 მამაკაცი. მიუხედავად გენდერული უთანასწორობისა, ქალბატონები განსაკუთრებული აქტიურობით გამოვირჩეოდით.
შეხვედრებზე, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხიც დაისვა - საქართველო როდის შეიძლება გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა , რა პროცედურებია საჭირო ამისთვის და სხვა. პასუხი ძალზე დამაიმედებელი იყო - „ერთ დღეს თქვენ აუცილებლად გახდებით ნატოს წარმომადგენელი ქვეყანა. ამისათვის საქართველომ უნდა განაგრძოს ის კურსი, რომელსაც ადგას. გაწევრიანებამდე ნატოს ყველა მოთხოვნა უნდა შეასრულოს."
- ურთიერთთანამშრომლობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა ესტონეთში - საქართველოს ელჩთან.
ვეცდები ჩემი წვლილი შევიტანო ორი ქალაქის - ტარტუსა და ფოთის დაძმობილებაში. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ერთობლივი პროექტებით შევძლებთ ქალთა გააქტიურებას, მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას , - აღნიშნა ქალბატონმა დარეჯანმა.
დარეჯან ცხვიტარია ბრიუსელში ფონდი" სოხუმის" რეკომენდაციით გაემგზავრა. როგორც თავად ამბობს, მიღებულ გამოცდილებას ქალთა კლუბის წევრებს გაუზიარებს, თანაქალაქელების კეთილდღეობას მოახმარს.
ქალთა კლუბის წევრებმა იმავე დღეს მოწამეთაც მოინახულეს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |