კლუბის წევრებმა მოისმინეს ადვოკატირების ხუთკაციანი ჯგუფის მოკლე ანგარიში. ჯგუფმა ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით ხობის დედათა და ბავშვთა უსაფრთხოების ცენტრს მიმართა და გაარკვია, რომ ონკოლოგიური თუ გინეკოლოგიური დაავადებების უფასო გამოკვლევის (პრევენციის) პროგრამებიზუგდიდსა და სენაკში არსებობს.
ამ ინფორმაციას ქალთა კლუბის წევრები ხობის სოფლად მცხოვრებ ქალბატონებსაც გააცნობენ.
ხობელი ქალბატონები იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ ონკოლოგიური თუ გინეკოლოგიური უფასო გამოკვლევები ხობშიც იქნება შესაძლებელი და მათ არ მოუწევთ ზუგდიდსა და სენაკში ჩასვლა.
ქალთა კლუბზე შეფასდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. ქალბატონებმა აღნიშნეს, რომ პოლიტიკური პროცესები მშვიდობიანად უნდა დარეგულირდეს, რომ ისინი
გმობენ ყოველგვარ ძალადობას.
ამომრჩეველ ქალთა კლუბმა ხობელი ფოტოგრაფის გენო ფილიას ფოტონამუშევრების გამოფენა მოაწყო. "ხობის მოამბის" რედაქციაში შეკრებილმა 30 - მდე ადამიანმა74 წლის ფოტოხელოვანის 30-ზე მეტიქალის პორტრეტი დაათვალიერა.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)