კვირა, 24.11.2024, 00:36
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » ივლისი » 13

 

ფონდი «სოხუმის» თანამშრომლები ამჯერად საქველმოქმედო ფონდ «საქართველოს კარიტასის»  ბენეფიციარებს შეხვდნენ და მათი პრობლემებით დაინტერესდნენ.

საქველმოქმედო ფონდში გაერთიანებულია 300-მდე ბენეფიციარი (სხვადასხვა ეროვნების სოციალურად დაუცველი 65-85 წლამდე ასაკის ადამიანები). ფონდს იტალიელი მისიონერი  ლორედანა მონეტი ხელმძღვანელობს.

- მოხუცებს სამედიცინო, სოციალურ, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას ვუწევთ, - აღნიშნა ფონდის მთავარმა სპეციალისტმა, სოციალურმა მუშაკმა ნანა მიზანდარმა.

შეხვედრას ესწრებოდა 17 ადამიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომლებიც ღებულობენ სხვადასხვა სახის დახმარებას: მედიკამენტები, პროდუქტები, ტანსაცმელი და ა.შ. მაგრამ, ამის მიუხედავად, კიდევ ბევრი პრობლემა აქვთ.

ფონდი „სოხუმის“ იურისტი ია კვარაცხელია მათ ესაუბრა სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის, მონაცემთა დადგენის, ოჯახის დეკლარაციის შევსების წესის შესახებ და ა.შ. გაიცა ორი ინდივიდუალური კონსულტაცია გირავნობის ხელშეკრულებისა და საჯარო ინფორმაციის შესახებ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 818 | დაამატა: admin | თარიღი: 14.07.2014

- მსოფლიო რუკაზე ახალი ცხელი წერტილები ჩნდება. საინფორმაციო საშუალებები ყოველდღიურად გვამცნობენ სხვადასხვა საომარი მოქმედების შესახებ: ამიტომ მეტი ვიფიქროთ მშვიდობაზე – წყალტუბოში ამ მოსაზრებით დაიწყო დებატები. მონაწილეებმა გაიხსენეს აფხაზეთის კონფლიქტი, 2008 წლის მოვლენები. აღინიშნა, რომ მშვიდობის ფასს მხოლოდ ასეთ დროს გრძნობენ ადამიანები.

დებატის მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ გამოშვებულ კრებულს „მშვიდობისმყოფელობა და ქალები“.

ქალის სამშვიდობო როლის განსაზღვრის შემდეგ ახალგაზრდების როლზე ისაუბრეს. საერთო მოსაზრებით, ყოველდღიური სისტემატიური  მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ მშვიდობას საფრთხე არ შეექმნას. ამ პროცესში ახალგაზრდების როლი უფრო მკაფიოდ უნდა იქნეს განსაზღვრული.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 932 | დაამატა: admin | თარიღი: 14.07.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 49
სტუმარი: 49
მომხმარებელი: 0