ოთხშაბათი, 27.11.2024, 17:30
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » ივლისი » 18

 

პროექტის  „ქალები და გოგონები  - მშვიდობისა და სოციალური სამართლიანობისათვის“ ფარგლებში კიდევ ერთი ვორკშოპი ამჯერად ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა. დე ფაქტო საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები სხვადასხვა ასაკის ქალები და გოგონები იმ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხნენ, რომლებიც მათ ადამიანურ უსაფრთხოებას ემუქრება. ყველაზე საგანგაშო - რაც გამოიკვეთა - ადამიანის გატაცების გაზრდილი მასშტაბები გალის რაიონში, რომელიც გამოსასყიდის გადახდის შემდეგ „მშვიდობიანად“ სრულდება. სერიოზულ წუხილს იწვევს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა.  ქალები ერთ-ერთ ყველაზე გამოკვეთილ საჭიროებად დასაქმებას ასახელებენ. თუმცა დაფიქსირდა შემაშფოთებელი ინფორმაციები კერძო სექტორში შრომის ელემენტარული უფლებების დარღვევებზე. საუბარი შეეხო ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებს. ქალების ნაწილი თვლის, რომ სახელმწიფო სოციალური დახმარების პროგრამაში არ არის დაცული სოციალური სამართლიანობის პრინციპი და საჭიროა მისი დახვეწა. 

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 778 | დაამატა: admin | თარიღი: 18.07.2014

 

18 ივლისს ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელთა ჯგუფი სენაკის მუნიციპალიტეტში ჩავიდა პროექტის შიდა შეფასებისა და მონიტორინგის  ჩატარების მიზნით.

პროექტის დაწყებიდან 11 თვე გავიდა - ეს მცირე დროა, მაგრამ საკმარისია საიმისოდ, რომ

გაანალიზდეს, რამდენად მნიშვნელოვანი, რელევენტური და ეფექტურია პროექტი და რამდენადაა  მიღწეული მიზნები.

ამ შეკითხვებზე პასუხის მისაღებად ჩატარდა 2 ფოკუს-ჯგუფი გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან და ლიდერ ადამიანებთან, აგრეთვე სამი ჩაღრმავებული ინტერვიუ ჟურნალისტთან, საკრებულოს წევრთან და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან.

რესპონდენტები აღნიშნავდნენ, რომ გენდერული საკონსულტაციო საბჭოს შექმნიდან ძალიან ცოტა დრო - მხოლოდ 7 თვეა გასული და დიდ მიღწევებსა და შედეგებზე ლაპარაკი ჯერჯერობით რთულია. თუმცა ამასთან ერთად განაცხადეს, რომ ამ პერიოდში გენდერულმა საბჭომ მიაღწია დასახულ მიზნებს და უკვე დადგა კონკრეტული მოქმედების დრო, რაც უფრო შედეგიანს და ნაყოფიერს გახდის საბჭოს საქმიანობას.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 731 | დაამატა: admin | თარიღი: 18.07.2014

 

18 ივლისს გაიმართა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრას დაესწრნენ საკრებულოს ახალი წევრები - ნანა ალანია და ელისო ცაგურია. ისინი გაეცნენ პროექტს, საბჭოს მუშაობას და მასში ჩართვის სურვილი გამოხატეს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საბჭოს წევრების საპროექტო იდეები. მათ აღნიშნეს, რომ აქტუალური და სასარგებლოა პროექტის შემუშავება ეკო-სანიტარიის კუთხით, რომელიც გაითვალისწინებს გენდერის საკითხებს და მოიცავს არა მარტო სენაკს, არამედ ახლომდებარე სოფლებსაც.

შეხვედრაზე ასევე გაიმართა ფოკუს-ჯგუფი, პროექტის შეფასებისა და მონიტორინგის ფარგლებში. საბჭოს წევრების თქმით, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს შექმნიდან ბევრი დრო არ არის გასული, მაგრამ მის წინაშე დასახული მიზნები მიღწეულია, არსებითი შედეგები კი, რომლებიც უფრო თვალსაჩინოს გახდის მუშაობას, უახლოეს ხანებში გამოჩნდება.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 769 | დაამატა: admin | თარიღი: 18.07.2014

ფოთისა და ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრებში შეკრებილებმა სამშვიდობო როლზე ისაუბრეს. დებატები, რომლებიც მუდამ აქტუალურია ახალგაზრდებში, კიდევ ერთხელ ცხადყოფს მშვიდობის მშენებლობაში ახალგაზრდების მართლაც მნიშვნელოვან როლს.

ახალგაზრდებმა აღნიშნეს:

- დღეს აგრესიული ფონია საზოგადოებაში, თუმცა თითოეულმა ადამიანმა უნდა აკონტროლოს ემოციები.

- რაც მეტი ახალგაზრდა იქნება ჩართული სამშვიდობო პროცესში, მით უფრო მალე იქნება შესაძლებელი კონფლიქტების დარეგულირება.

- ქალებს დიდი წვლილი მიუძღვით მშვიდობის მშენებლობაში და ჩვენ უნდა შევისწავლოთ მათი გამოცდილება

- ყველამ სწორად უნდა განსაზღვროს საკუთარი როლი, რათა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტები.

დებატები ამ თემაზე კიდევ გაგრძელდება. ახალგაზრდები  სხვადასხვა სამშვიდობო ღონისძიების ჩატარებას  გეგმავენ, რათა თავიანთი როლი დაანახონ საზოგადოებას.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 717 | დაამატა: admin | თარიღი: 18.07.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0