მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქალაქეთა მისაღების თანამშრომლებთან.
შეხვედრის წამყვანმა მონაწილეებს ფონდის საქმიანობა და პროექტის მიზნები გააცნო. თავად კი იმით დაინტერესდა, თუ რა სახის განცხადებებით მიმართავენ მათ მოქალაქეები და არიან თუ არა მათ შორის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები. განყოფილების უფროსის ნინო მახარაძის თქმით, მისაღებს მოქალაქეები, ძირითადად, სოციალური, ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით მიმართავენ, მათ შორის არიან როგორც ქართველები, ასევე სომეხი და რუსი მოქალაქეები. ყველა შემოსულ განცხადებას განიხილავენ სათანადო კომისიები, რის შემდეგაც ხდება მოქალაქეთათვის საჭირო დახმარების გაწევა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|