|
ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში გაეროს ეგიდით მომზადებული ტელეგადაცემა რეგიონებში გენდერული ბალანსის საკითხს მიეძღვნა.
როგორია რეგიონებში საზოგადოების დამოკიდებულება სოციალური თანასწორობის საკითხებისადმი, რამდენად მნიშვნელოვანია ქალების ხვედრითი წილი პოლიტიკაში, ეკონომიკაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, შეიცვალა თუ არა საკითხისადმი დამოკიდებულება წინა წლებთან შედარებით; როგორ აფასებენ არსებულ სიტუაციას ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები...
ფონდი „სოხუმისა“ და „განათლება და სამყაროს“ ხელმძღვანელების განცხადებით, წინა წლებთან შედარებით მდგომარეობა უკეთესობისაკენ შეიცვალა. გვაქვს გაცხადებული პოლიტიკური ნება და შედარებით დახვეწილი საკანონმდებლო ბაზა, უფრო ინფორმირებული და მოტივირებული საზოგადოება. მიუხედავად იმისა, რომ ჩავლილმა ადგილობრივმა არჩევნებმა გენდერული სურათი შესამჩნევად ვერ შეცვალეს, რეგიონებში უკვე ვიხილეთ ქალები დამოუკიდებელ მაჟორიტარობის, ასევე - მერობისა და გამგებლების კანდიდატებად... ვიხილეთ მეტი ნდობა საზოგადოებისაგან, დაინტერესება პოლიტიკური პარტიებისაგან, რომლებიც ეძებდნენ ქალებს თავიანთი რიგების გასაძლიერებლად.
|