10, 15, 21 ივლისს ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაცია წყალტუბოს, ხონისა და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. 26 ბენეფიციარს შორის იყვნენ როგორც ასაკოვანი, ასევე ახალგაზრდა ქალბატონები. შეხვედრა წარიმართა გენდერული დისკრიმინაციის თემაზე.
განხილულ იქნა სხვადასხვა ტიპის გენდერული დისკრიმინაციის ფორმები, რომლებიც ყველაზე მეტადაა გავრცელებული ოჯახებში, განსაკუთრებით - ქართულ ტრადიციულ კულტურაში. ტრადიციული სტერეოტიპებით გამყარებული დამოკიდებულებები ბუნებრივი სახითაა მიღებული ოჯახებში, განსაკუთრებით მამაკაცების მხრიდან. ცოტას თუ აღელვებს, რომ ბევრი მათგანი დამთრგუნველია ქალებისათვის.
საკითხის განხილვაში ქალები აქტიურად იყვენ ჩაბმულნი და საკუთარი მაგალითებით ცდილობდნენ დისკრიმინაციის ფორმების გაპროტესტებას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|