ივლისში ჩატარდა 6 იურიდიული შეხვედრა კოლექტიურ ცენტრებში დევნილებთან და სამი ინდივიდუალური კონსულტაცია ფონდი „სოხუმის“ ოფისში.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია: სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების და მისი შეწყვეტის, ოჯახის დეკლარაციის შევსების წესის, ოჯახის საბოლოო სარეიტინგო ქულის გაანგარიშების შესახებ.
იყო სხვადასხვა სახის კითხვები: დევნილთა განსახლების კრიტერიუმები, პენსიის დავალიანების მოთხოვნის გზები და საშუალებები, დევნილ ბავშვზე მშობლების საზღვარგარეთ ყოფნის შემთხვევაში დევნილის სტატუსის და შემწეობის დანიშვნის შესახებ, ბანკის მიერ დევნილის შემწეობის შეჩერების პრობლემა, სამხედრო მოვალეობის შესრულების პერიოდში გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახის წევრების უფლებები.
მონაწილეები ინტერესს გამოხატავენ ამ შეხვედრების მიმართ, რადგანაც პოულობენ პასუხებს საჭირბოროტო საკითხებზე და ბევრ პრობლემასაც აგვარებენ იურისტის დახმარებით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|