ორშაბათი, 29.04.2024, 05:39
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » ივლისი » 27

 

ოზურგეთის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ დაიწყო ვორკშოპების ჩატარება თავისი „საკუთარი“ პროექტის „ახალგაზრდები - გენდერული პოლიტიკისათვის“ ფარგლებში. უკვე დასრულა ვორკშოპების ციკლი ოზურგეთის ხუთი სკოლის უფროსკლასელთათვის  თემებზე: გენდერის არსი; გენდერი და პოლიტიკა; გენდერი და სოციალური მედია; ახალგაზრდები და გენდერი.

ვორკშოპები ახალგაზრდების აქტიური ჩართულობისა და დისკუსიის ფონზე მიმდინარეობდა.

„ჩემთვის ეს შეხვედრა საინტერესო იყო, გავიაზრე ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა გენდერულ საკითხებში, მივიღე ამომწურავი ინფორმაცია“, - აღნიშნავს ვორკშოპის ერთ-ერთი მონაწილე.

სოციალურ ქსელში შეიქმნა სპეციალური გვერდი, რომელზეც ახალგაზრდები გამართავენ დისკუსიებს გენდერის თემაზე.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 714 | დაამატა: admin | თარიღი: 27.07.2014

  

 

სენაკის, ქუთაისისა და სოფელ ხურჩის (ზუგდიდის რაიონი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის შეხვედრა-კონსულტაციები.

მუშაობა წარიმართა მენტალური კარტებით. მათი დახმარებით შესაძლებელია კრიზისული სიტუაციების დაძლევა, ცხოვრებისეული პრობლემების ახლებური დანახვა, გამოსავლის პოვნა. ქალები საუბრობენ თავიანთ ტრავმებზე და თავისუფლდებიან მათგან, პოულობენ  ძალთა მოკრების უნიკალურ გზას. არავინ ცდილობს შიშის დამალვას და სიტუაციის შელამაზებას.

ფსიქოლოგმა პირველად იმუშავა ზღვის კენჭებით. ასოციაციებზე საუბრისას ქალები ძალიან გაერთნენ. ერთ-ერთი მათგანი ჯანმრთელობის პრობლემებზე ალაპარაკდა: - ახლა მივხვდი, რომ ექიმის ნათქვამი უნდა შევასრულო - ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გავიკეთო. ეს ოპტიმალური ვარიანტია. რამდენი წელია, ტკივილებს ვითმენ...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 699 | დაამატა: admin | თარიღი: 27.07.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0