|
„ვისაც ომის სისასტიკე არ გამოუცდია, გაუჭირდება მშვიდობის ფასის გაგება“, - ეს განწყობა ლაიტმოტივად გასდევს სიუჟეტს, რომელიც ტელეკომპანია „რიონის“ ჟურნალისტებმა სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარებულ შეხვედრას მიუძღვნეს.
როგორი მშვიდობა სურთ ქალებს, როგორ ხედავენ თავიანთ სამშვიდობო როლს და ადამიანური უსაფრთხოების დაცვის გარანტიებს.
ვორკშოპი გულწრფელ და უშუალო ატმოსფეროში ჩატარდა. დისკუსიაში სამი თაობის ქალები იყვნენ ჩართულნი:
„ძლიერი საზოგადოებრივი ინსტიტუტები - გენდერული უსაფრთხოების გარანტიაა“;
„აფხაზ და ოს მეგობრებთან ერთად ჩვენ აუცილებლად შევძლებთ მშვიდობის კონტურების მოძებნას“;
„ქალებიც ძალიან აქტიურები უნდა ვიყოთ, რათა ჩვენს საზოგადოებაში სოციალური კეთილდღეობა და სამართლიანობა იქნეს მიღწეული“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|
|
|
ფონდ ,,სოხუმში“ ჩატარდა საინფორმაციო-იურიდიული შეხვედრა, რომლის თემა იყო საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კონსტიტუციური უფლებები და მოვალეობები.
მონაწილეთა ყურადღება გამახვილდა სახელშეკრულებო ურთიერთობებზე, გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები არა მარტო ამ კუთხით, არამედ შემდეგ საკითხებზე: ქონების რეგისტრაცია, ქონების გადაფორმება და რეგისტრაცია.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან მათ მიიღეს საინტერესო ინფორმაციები, რასაც გამოიყენებენ თავიანთი პრობლემების მოგვარებისას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|
|
|
მონაწილეთა რაოდენობა: 31 ქალი 22-დან 58 წლამდე.
საუბრის თემა: პრობლემები რძალ-დედამთილის ურთიერთობაში.
საუბარი სოციალურ როლებზე, ქცევებზე, შიშსა და საჭიროებებზე. ყველა ჩაერთო დისკუსიაში, იხსენებდნენ ცალკეულ მომენტებს განვლილი ცხოვრებიდან, მოჰყავდათ მაგალითები. ახალგაზრდების აზრით, ცალკე ცხოვრება ჯობია, რომ არ იყოს ყოველდღიური პრობლემები ურთიერთობებში. გოგონებმა მოისმინეს რჩევები, როგორ შეიძლება იცხოვრონ ერთად და ჰარმონიულად...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|
|
|
„თვითმმართველობის ექსკლუზიური უფლებამოსილება - დასაქმების ხელშეწყობის პროგრამები. რეალობა და პერსპექტივები“ - ფონდი „სოხუმისა“ და ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზებით მრგვალი მაგიდის ფორმატით შეკრებილმა სტუმრებმა ამ საკითხის ირგვლივ თავიანთი მოსაზრებები გაცვალეს.
რომელი მიმართულებები იქნება დასაქმების კუთხით ყველაზე ოპტიმალური ადგილობრივი პერსპექტივისათვის; რა უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის მოტივაცია ამ პროგრამის სრულფასოვანი ამოქმედებისათვის და რა რეალურ სარგებელს მოიტანს ის ადგილობრივი განვითარებისათვის; როგორ და ვის მიერ უნდა განისაზღვროს პროგრამაში მონაწილეობს პირობები, დაფინანსების კრიტერიუმები; როგორ უნდა მოხდეს პროექტების შერჩევა; რამდენად უნდა იყოს „მიბმული“ პროგრამაზე ბიზნესის მართვისა და კონსულტირების პროექტები, ვის მიერ და რა რესურსებით უნდა მოხდეს მათი განხორციელება; როგორია ამ საკითხების მიმართ ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის დარგის სპეციალისტების პოზიციები?
როგორც შეხვედრის მონაწილეები აღნიშნავენ, კარგია, რომ საფუძველი ჩაეყარა საკითხის გარშემო სამოქალაქო დიალოგს, რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას. უმეტესობა შეთანხმდა, რომ არსებული პროგრამების მოდერნიზების პარალელურად უნდა შემუშავდეს ახალი პროგრამები და ეს აუცილებლად უნდა აისახოს მომავალ ბიუჯეტში.
თემა საინტერესო აღმოჩნდა ადგილობრივი მედიისთვის.
http://www.ajaratv.ge/ge/index.php?page=shownews&id=60189
პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
|
|
|
ქუთაისში, კიკვიძის ძეგლთან არსებულ პარკში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა 8 ახალი სცენა გაითამაშა. სხვადასხვა თაობის მაყურებელებს მოსაზრებებიც სხვადასხვა ჰქონდათ, ამიტომაც დისკუსია აქტიური და საკმაოდ ხმაურიანი იყო.
ერთმა ქალბატონმა აღნიშნა: „ეს არის ძალადობის, როგორც საზოგადოებრივი პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლის ძალიან საინტერესო ფორმა. მე ბევრი რამ არ მომწონს დღევანდელ ოჯახებში: საჯარო განხილვები, მესაკუთრული დამოკიდებულება და პასუხისმგებლობის დეფიციტი. ოჯახის დანგრევა ძალიან ადვილი გახდა, რაც ჩემი თაობისთვის მიუღებელია“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|
| |