ორშაბათი, 29.04.2024, 07:21
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » ივლისი » 07

„მშვიდობის გარეშე წარმოუდგენელია განვითარება, წინსვლა“. „თუ ომის საფრთხე არსებობს,  იქ საფრთხე ექმნება თავისუფლებას, დემოკრატიას“, - ასეთი მოსაზრებები დაფიქსირდა ზუგდიდში გამართულ დებატ-კლუბზე, რომელიც ფონდი „სოხუმის“ ხურჩის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით  მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო.

მონაწილები გაეცნენ მშვიდობისმყოფელ ქალთა ისტორიებს, ისაუბრეს ქალთა ინიციატივებზე.

დებატებზე გაჩნდა შეკითხვა:  ვის რა გაუკეთებია მშვიდობისათვის? შეკითხვას ცხარე დისკუსია მოჰყვა. სტუდენტების აზრით, ახალგაზრდობა სამშვიდობო საქმიანობაში სერიოზული რესურსია,  მაგრამ ეს რესურსი არ არის გააქტიურებული და ათვისებული.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 753 | დაამატა: admin | თარიღი: 08.07.2014

 

02.07.14  - ქუთაისი. შეხვედრა ავტოქარხნის ჩასახლებაში გოგონების ინიციატივით ჩატარდა, ამიტომ ისინი აქტიურად ჩაერთნენ მუშაობაში. ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა: „საუბარი ძალადობის პრობლემაზე და დამცავ მექანიზმებზე ცვლის დამოკიდებულებას სამართალდამცავ ორგანოებთან. უფროსი თაობა წინააღმდეგია საკუთარი პრობლემის საჯარო განხილვის, დამნაშავის წინააღმდეგ საჩივრის დაწერის, მაგრამ ჩემი თაობა სხვაგვარად უყურებს ამ პრობლემას“. 

04.07.14 - წყალტუბო. შეხვედრა ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა. იყო საინტერესო დისკუსია, მონაწილეებმა გაიხსენეს ცხოვრებისეული მაგალითები. ითქვა, რომ ძალადობა ახალგაზრდებში გამოწვეულია ბევრი ფაქტორით: უმუშევრობა, სოციალური პრობლემები, დაძაბული პოლიტიკური ვითარება, გულგრილობა.

07.07.14 - ზუგდიდი. მესხიას სახელობის უნივერსიტეტში გამართული შეხვედრა აქტიური და საინტერესო იყო. ახალგაზრდებმა დააფიქსირეს, რომ დღევანდელ სიტუაციაში აქტუალურია  ახალგაზრდებთან საუბარი ძალადობის პრობლემაზე, დამცავ მექანიზმებზე, სწორი კომუნიკაციისა და კონფლიქტების მნიშვნელობაზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot r die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 844 | დაამატა: admin | თარიღი: 07.07.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0