მთავარი »
2014 » ივლისი » 13 » მშვიდობა - განხილვის თემა
00:32 მშვიდობა - განხილვის თემა |
|
- მსოფლიო რუკაზე ახალი ცხელი წერტილები ჩნდება. საინფორმაციო საშუალებები ყოველდღიურად გვამცნობენ სხვადასხვა საომარი მოქმედების შესახებ: ამიტომ მეტი ვიფიქროთ მშვიდობაზე – წყალტუბოში ამ მოსაზრებით დაიწყო დებატები. მონაწილეებმა გაიხსენეს აფხაზეთის კონფლიქტი, 2008 წლის მოვლენები. აღინიშნა, რომ მშვიდობის ფასს მხოლოდ ასეთ დროს გრძნობენ ადამიანები.
დებატის მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ გამოშვებულ კრებულს „მშვიდობისმყოფელობა და ქალები“.
ქალის სამშვიდობო როლის განსაზღვრის შემდეგ ახალგაზრდების როლზე ისაუბრეს. საერთო მოსაზრებით, ყოველდღიური სისტემატიური მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ მშვიდობას საფრთხე არ შეექმნას. ამ პროცესში ახალგაზრდების როლი უფრო მკაფიოდ უნდა იქნეს განსაზღვრული.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|
|
კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები |
ნანახია: 933 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |