კვირა, 24.11.2024, 00:21
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » ივლისი » 13 » საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში
00:35
საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში

 

ფონდი «სოხუმის» თანამშრომლები ამჯერად საქველმოქმედო ფონდ «საქართველოს კარიტასის»  ბენეფიციარებს შეხვდნენ და მათი პრობლემებით დაინტერესდნენ.

საქველმოქმედო ფონდში გაერთიანებულია 300-მდე ბენეფიციარი (სხვადასხვა ეროვნების სოციალურად დაუცველი 65-85 წლამდე ასაკის ადამიანები). ფონდს იტალიელი მისიონერი  ლორედანა მონეტი ხელმძღვანელობს.

- მოხუცებს სამედიცინო, სოციალურ, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას ვუწევთ, - აღნიშნა ფონდის მთავარმა სპეციალისტმა, სოციალურმა მუშაკმა ნანა მიზანდარმა.

შეხვედრას ესწრებოდა 17 ადამიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომლებიც ღებულობენ სხვადასხვა სახის დახმარებას: მედიკამენტები, პროდუქტები, ტანსაცმელი და ა.შ. მაგრამ, ამის მიუხედავად, კიდევ ბევრი პრობლემა აქვთ.

ფონდი „სოხუმის“ იურისტი ია კვარაცხელია მათ ესაუბრა სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის, მონაცემთა დადგენის, ოჯახის დეკლარაციის შევსების წესის შესახებ და ა.შ. გაიცა ორი ინდივიდუალური კონსულტაცია გირავნობის ხელშეკრულებისა და საჯარო ინფორმაციის შესახებ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 818 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 14
სტუმარი: 14
მომხმარებელი: 0