ეს ჟურნალი ახალგაზრდა ქალებზეა, მათ საინტერესო ცხოვრებაზე, ინიციატივებსა და აქტივობებზე ფონდი „სოხუმის“ იმ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ჰქვია „ქალები და გოგონები - მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სოციალური ცვლილებებისათვის“.
პროექტი ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილი - ლიდერ გოგონათა მომზადებას გულისხმობს, მათ გააქტიურებას და ჩართვას ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და სამშვიდობო პროცესებში.
ორწლიანი პროექტი ამ წლის ბოლოს დასრულდება. 2014 წელს ბევრი საინტერესო რამ მოხდა. ჟურნალ „ქალთა ხმის“ მასალები სწორედ მათზე გიამბობთ.
Donwload>>>
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|