კვირა, 24.11.2024, 01:01
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » ივლისი » 23

მორიგ ქსელურ შეხვედრაზე შეკრებილმა მობილიზატორებმა ისაუბრეს ქალთა მხარდაჭერისა და კოლექტიურ ცენტრებში ივლისის თვეში ჩატარებული მუშაობის შესახებ. აღინიშნა, რომ ზაფხულის ეს  თვე ცხელიიყო მუშაობის მხრივაც.

ფონდი „სოხუმის“ იურისტმა და პროექტის ასისტენტმა  მობილიზატორებს დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდეს „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობების შეფასების კრიტერიუმების შეასახებ“.

მობილიზატორებმა აღნიშნეს, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევა ხშირია და მასზე გავლენას იურისტისა და ფსიქოლოგის კონსულტაციებით ახერხებენ.  არის შემთხვევები, როცა საქმეში საპატრულო პოლიცია ერთვება, თუმცა მიუხედავად გაზრდილი ინფორმირებულობისა, მსხვერპლი ხშირად ანონიმურობას არჩევს, სიტუაციის გამოაშკარავებას ერიდება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 677 | დაამატა: admin | თარიღი: 23.07.2014

ბათუმში ქირით მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები სახელმწიფოსგან ფართებით დაკმაყოფილებას ან ყველაზე გაჭირვებული ოჯახებისათვის ბინის ქირის ანაზღაურებას ითხოვენ (ეს ის დევნილები არიან, რომლებიც სანატორიუმებიდან წლების წინ გამოასახლეს. უცხოელი ინვესტორის მიერ გაცემული კომპენსაცია არ იყო საკმარისი ფართის შესაძენად, ამიტომ პრობლემა დღემდე მოუგვარებელია). შეხვედრის მონაწილეთა უმრავლესობა უმუშევარი და სოციალურად დაუცველია, ისინი ასევე საჭიროებენ დახმარებას ჯანდაცვის სფეროში.

ფონდი „სოხუმის“ ეს საინფორმაციო შეხვედრა შედგა არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთობა თანადგომისათვის“ ოფისში. მონაწილეთა თქმით, ეს ორგანიზაცია ძალას არ იშურებს დევნილთა პრობლემების მოსაგვარებლად.

იმავე დღეს შეხვედრა მოეწყო ლეონიძის ქუჩა 15-ში ჩასახლებულ დევნილებთან. რეაბილიტირებულ შენობაში 48 ოჯახია განთავსებული. დევნილთა ნაწილს  დაუკანონდა ფართები, ნაწილი კი მოლოდინშია. ისინი ითხოვენ სარდაფების დაკანონებას, ეზოში სპორტული მოედნის, სკვერის და განათების დამონტაჟებას!

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 825 | დაამატა: admin | თარიღი: 23.07.2014

23 ივლისს ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. მოსმენილი იქნა ბიუჯეტის გენდერულ ანალიზში ჩართული ჯგუფის ინფორმაცია. შეფასდა ახალი რეალობა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ და განისაზღვრა ახალარჩეულ საკრებულოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები.

იმავე დღეს შედგა შეხვედრა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან, რომელმაც საბჭოსთან  თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა. მისივე თქმით, უახლოეს ხანში გადაწყდება, ვინ უნდა წარმოადგინოს საკრებულო გენდერულ საკონსულტაციო საბჭოში.

შეხვედრა შედგა თვითმმართველობის წევრ ქალბატონებთან, რომლებიც მზად არიან,  აქტიურად ჩაერთონ საბჭოს მუშაობაში. იქვე განისაზღვრა რამდენიმე საკითხი, რომლის   ლობირებასაც უახლოეს მომავალში დაიწყებენ.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 789 | დაამატა: admin | თარიღი: 23.07.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 40
სტუმარი: 40
მომხმარებელი: 0