კვირა, 24.11.2024, 01:10
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » ივლისი » 15

კვლევა მომზადდა ფონდი „სოხუმის“ მიერ პროექტის 

 გენდერული საკონსულტაციო საბჭოები  -

 ქალთა როლის ამაღლება რეგიონებში სოციალური ცვლილებებისთვის  ფარგლებში.

 

მისი განხორციელება შესაძლებელი გახდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის ფონდის  მხარდაჭერის შედეგად (პროექტის კოორდინაციას ახორციელებს

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში)

Donwload>>>

 

კატეგორია: კვლევები | ნანახია: 737 | დაამატა: admin | თარიღი: 15.07.2014

 

ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში 28 მაყურებლის წინაშე გაითამაშა სცენები: ძალადობა ოჯახში, ძალადობა შვილზე. მათმა ნახვამ აქტიური დისკუსიისკენ უბიძგა დამსწრეებს. ერთი ქალბატონი, რომელმაც გვთხოვა, სურათი არ გადაეღოთ მისთვის, აცრემლიანებული მივიდა რეჟისორთან და უთხრა: „ძალადობის მსხვერპლი ვიყავი ძალიან დიდი ხანი, 28 წელი. ვიცოდი რომ ჩემ ქმარს არ ვუყვარდი... საშინელ რამეებს ვითმენდი, რადგან სახლში დაბრუნება არ შემეძლო. მაშინ არ ვიცოდი, თუ არსებობდა სხვა გზა, გარდა მოთმენისა. ყველა მამაკაცი ამ სცენებში საკუთარ თავს ხედავს, მაგრამ არასდროს გამოტყდება, ნახეთ - ის მამაკაცი როგორ ნერვიულად იცინის...“

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 799 | დაამატა: admin | თარიღი: 15.07.2014

ამ თვეში დაგეგმილი კიდევ სამი შეხვედრა ჩატარდა  ახალგაზრდებთან.

9 ივლისს ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 13 ახალგაზრდამ. თემამ აქტიური დისკუსია გამოიწვია. მონაწილეებმა ძალადობის მიზეზებიც „იპოვეს“ - სოციალური პრობლემები, უმუშევრობა, არასტაბილური პოლიტიკური ვითარება.

11 ივლისს ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გოგონებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულნი ბიჭებიც. გასაოცარი იყო მათი გულახდილობა და შეცდომების აღიარება. ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, ყველა მათგანს ეგონა, რომ ის იყო მართალი.

ლაშა კოპალიანმა აღნიშნა: „ასეთი შეხვედრები, ახალგაზრდული შემეცნებითი ღონისძიებები  ძალიან გვცვლის ჩვენ. ამის არაჩვეულებრივი მაგალითია ხონი და მისი უსაქმური  - როგორც  ადრე გვეძახდნენ დასახლებაში - ახალგაზრდობა.“

15 ივლისს სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა 14  გოგონამ. იყო საინტერესო ინტერაქტივი, საუბარი პრობლემებსა და ცვლილებებზე.

„მსგავს შეხვედრებზე ვსწავლობთ სწორ კომუნიკაციას და კონფლიქტების მართვას. სწორედ ინფორმირებულობა და განათლებაა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული დიდი ძალა, - ითქვა შეხვედრაზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 741 | დაამატა: admin | თარიღი: 15.07.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 41
სტუმარი: 41
მომხმარებელი: 0