ფოთის ახალგაზრდულმა კლუბმა სადებატოდ შემდეგი თემა შეარჩია: მშობლები, შვილები და მათი ურთიერთობები.
ფასილიტატორმა ისაუბრა ბავშვთა უფლებებზე. ხაზი გაუსვა, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი ურთიერთობების ჩამოყალიბება შვილებთან ჯერ კიდევ პატარა ასაკში, რათა შემდგომში ნაკლები იყოს წინააღმდეგობები.
დებატებს რამდენიმე მშობელიც ესწრებოდა, რომლებმაც მშობლების პოზიციიდან ისაუბრეს და დააფიქსირეს, რომ ხშირად დედები არასწორად იქცევიან საკუთარ პატარებთან და ავიწყდებათ, რომ ყველა პატარა ინდივიდუალურია, ამიტომ იძულებით სწავლა, იძულებით თამაში, სეირნობა დანაშაულია და მათი უფლებების დარღვევაა.
დებატების მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ამ საკითხზე ინფორმირება აუცილებელია. განსაკუთრებით ახალგაზრდა დედებს სჭირდებათ ფსიქოლოგიური რჩევები, რადგან სწორი ურთიერთობები ოჯახურ კონფლიქტებს შეამცირებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|