ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:54
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » ივნისი » 27

ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და ადგილობრივი სამოქალაქო თანამშრომლობის პირველი ხელშესახები  შედეგი:

სიუჟეტში გაშუქდა საინტერესო პრეცედენტი, რომელიც ხაზს უსვამს ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდების მხარდაჭერის გრძელვადიანი პროგრამების მხარდაჭერის აუცილებლობას. ახალგაზრდების კვალიფიციური განათლებისა და განვითარების მხარდაჭერა  ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს და ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ საკითხად იყო მიჩნეული. კვლევაში მონაწილე ახალგაზრდები ასახელებდნენ კვალიფიციური განათლების, სტაჟირების პროგრამებისა და დასაქმების საკითხებს, როგორც პირველად  საჭიროებას.

„ეს იდეა საბჭოსთან თანამშრომლობის შედეგად დამებადა და მალე მოვიყვანე სისრულეში“, - ადგილობრივი სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენელმა, თემურ მიქელაძემ რამდენიმე ახალგაზრდა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში ჩართო და, როგორც ამბობს, მისი ბევრი კოლეგა მზადაა, მსგავსად შეუწყოს ხელი ახალგაზრდა, პერსპექტიულ ახალგაზრდებს...

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 753 | დაამატა: admin | თარიღი: 27.06.2014

ფონდი „სოხუმის“ ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ შეხვედრაზე  სოციალურად დაუცველი ორი ოჯახის პრობლემა დაისვა.

- ბარაკებში, საშინელ მდგომარეობაში ვართ, გვაწვიმს. ამორტიზებულია წყალგაყვანილობა, საპირფარეშოში ქოლგით შევდივართ. არაერთხელ მივმართეთ შესაბამის სტრუქტურებს, მაგრამ ამაოდ, - ამბობენ გაუსაძლის პირობებში მცხოვრები ადამიანები.

ქალთა კლუბი პრობლემების მოგვარებაში ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და ადგილობრივი მედიის ჩართვას გეგმავს.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 665 | დაამატა: admin | თარიღი: 27.06.2014

ბათუმის  გენდერული საკონსულტაციო საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა,

სხდომის დასაწყისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაჯამეს. ითქვა, რომ არჩევნების შედეგები გენდერული ბალანსის კუთხით არ არის სახარბიელო. წინასწარი მონაცემებით, საკრებულოში მხოლოდ ორი ქალი მოხვდება - კოალიცია „ქართული ოცნებიდან“. გაჟღერდა სასიხარულო ინფორმაციაც:  არჩევნებში გაიმარჯვა და საკრებულოს შემადგენლობაში შევა საბჭოს აქტიური წევრი ბატონი რამაზ სურმანიძე.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია ბიუჯეტის გენდერული ანალიზის მიმდინარეობაზე. კიდევ ერთხელ განისაზღვრა მიმართულებები, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტის სრულყოფილი გენდერული ანალიზის საშუალებას მოგვცემს. განხილულ იქნა ადვოკატირების ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ორი საკითხი.

საბჭოს სტუმრობდა ადგილობრივი სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენელი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა კერძო ბიზნესის ინიციატივას - ახალგაზრდების ანაზღაურებადი სტაჟირების პრაქტიკას, რითიც ხაზი გაესვა, რომ ახალგაზრდების მხარდაჭერა უნდა გახდეს მთელი საზოგადოების საზრუნავი და არა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების პრეროგატივა.

ამ საინტერესო პრეცედენტს სპეციალური სიუჟეტი მიუძღვნა ტელევიზია „25-ე არხმა“.   

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 784 | დაამატა: admin | თარიღი: 27.06.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 53
სტუმარი: 53
მომხმარებელი: 0