კვირა, 24.11.2024, 00:36
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » ივნისი » 24

სენაკის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოს მეექვსე სხდომა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განახლებულ დარბაზში გაიმართა.

დღის წესრიგის პირველი ორი საკითხი ადგილობრივი არჩევნების შედეგებს ეხებოდა და დამსწრეთა დაინტერესება გამოიწვია.

საბჭოს თავმჯდომარემ ნატალია ხუბუამ აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგად სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 30 დეპუტატია არჩეული - 15 პროპორციული და 15 მაჟორიტარული წესით. მათგან 6 ქალბატონია (მათ შორის - 2 მაჟორიტარი). და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მათ რიცხვს კიდევ ერთი შეიძლება დაემატოს.

გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები გააოცა და გაახარა ინფორმაციამ ოზურგეთში ჩატარებული არჩევნების შედეგების შესახებ - სადაც 2010 წელთან შედარებით ქალთა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. ქალაქის საკრებულოში 15 წევრიდან 7 ქალბატონია - გენდერული თანასწორობა მიღწეულია!

 

სხდომაზე განხილულ იქნა ქალთა ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები. საბჭოს წევრებმა გადაწყვიტეს, მოამზადონ რეკომენდაციათა საბოლოო პაკეტი საკრებულოს ახალი შემადგენლობისთვის წარსადგენად. მათ იმედი აქვთ, რომ 2015 წლის ბიუჯეტის შედგენისას საკრებულო აუცილებლად გაითვალისწინებს მათ წინადადებებსა და  რეკომენდაციებს, რაც ქალაქში არსებული ბევრი გენდერული პრობლემის მოგვარების საწინდარი გახდება.

 

 პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 717 | დაამატა: admin | თარიღი: 24.06.2014

ამ დღეს ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა გაზეთ „კოლხეთის“ რედაქციაში. ეს სენაკის მუნიციპალიტეტის თავისუფალი გაზეთია, რომელიც 1923 წლიდან გამოდის. ის პერიოდულად აშუქებს ფონდი „სოხუმის“ მუშაობას სენაკში. ამჯერად  რედაქციაში, სადაც მხოლოდ ქალბატონები მუშაობენ, საუბარი შეეხო არჩევნებს, ქალ-კანდიდატებს, არჩევნების  შედეგებს და უკვე არჩეული ქალბატონების შემდგომ მხარდაჭერას.  შემდეგ კი შეხვედრა საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაგრძელდა.

ტელეკომპანია „ეგრისმა“, ტრადიციისამებრ, გააკეთა სიუჟეტი ამ დღეს ჩატარებული გენდერული საკონსულტაციო სხდომის შესახებ.  

და ერთი სასიამოვნო ინფორმაცია: სოხუმელ ჟურნალისტს თეონა ჯანაშიას ვულოცავთ გაბედნიერებას... თეონა მუშაობდა გაზეთში „მთავარი თემა სამეგრელოში“ და აქტიურად თანამშრომლობდა ფონდ „სოხუმთან“ და სენაკის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან. პირველი სტატია გენდერულ საკონსულტაციო საბჭოზე სწორედ მან დაწერა. ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო ჩვენს ახალგაზრდა კოლეგას!

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 722 | დაამატა: admin | თარიღი: 24.06.2014

„ვისაც ომის სისასტიკე არ უნახავს, გაუჭირდება მშვიდობის  ფასის გაგება“. „ძალიან ემოციური, ინფორმაციული და სამაგალითო ისტორიები“, - ასე შეაფასეს ფონდი „სოხუმის“ კრებული „მშვიდობისმყოფელობა და ქალები“ ვორკშოპის მონაწილეებმა,  ადგილობრივმა და დევნილმა ქალებმა და გოგონებმა.  შემდგომმა ჯგუფურმა სამუშაოებმა მონაწილეთა შეხედულებები წარმოაჩინა საკითხზე, როგორ ხედავენ ისინი  ქალთა სამშვიდობო რესურსს და ვის მიერ და როგორ უნდა მოხდეს ამ რესურსის წახალისება.

ვორკშოპის მეორე ნაწილში გამოიკვეთა მონაწილეთა წარმოდგენები ქალთა ადამიანური უსაფრთხოების დაცვის კუთხით არსებულ ხარვეზებზე: ოჯახში ძალადობის ჯერ კიდევ ტაბუდადებული პრობლემა; შრომის უფლების დაცვა; ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უსაფრთხოება - ქალებმა საინტერესო დისკუსიებში არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოავლინეს და, როგორც ვორკშოპის შეფასებისას განაცხადეს, ბევრი საკითხი, რომელიც აქამდე სხვა რაკურსით ჰქონდათ დანახული, სწორედ გენდერული უსაფრთხოების ჭრილში დაინახეს.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 710 | დაამატა: admin | თარიღი: 24.06.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 52
სტუმარი: 52
მომხმარებელი: 0