|
10, 12, 17 ივნისს ფოთის, ხონისა და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაცია, რომელსაც ესწრებოდა 27 ქალბატონი და გოგონა.
თემა - თაობათშორისი კონფლიქტები და ძალადობა ბავშვებზე - აქტუალური აღმოჩნდა კონსულტაციაზე დამსწრეთათვის, რადგან უმეტესი მათგანი მშობელი იყო. კონკრეტული მაგალითების განხილვის შედეგად საუბარი წარიმართა თაობათაშორისი კონფლიქტების, შვილთა და მშობელთა გასხვავებული შეხედულებების, ქცევის ნორმების, კულტურისა და სტერეოტიპების შესახებ. გარდა ამისა, განხილულ იქნა ცალკეული შემთხვევები ბავშვებზე ძალადობის შესახებ. მშობლებმა მიიღეს რჩევები და რეკომენდაციები, რა სახის ალტერნატიული საშუალებები არსებობს ბავშვთა აღზრდის მეთოდიკაში.
|