ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგების გენდერული ანალიზი, ახალგაზრდების აქტიურობა და ჩართულობა არჩევნებში – ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში შეკრებილებმა ამ საკითხებზე გამართეს დისკუსია.
დისკუსიისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამომრჩეველ ქალთა რაოდენობის სიჭარბის მიუხედავად, საბოლოო არჩევანი მამაკაცი კანდიდატების სასარგებლოდ კეთდება, მიზეზებში ქალთა არასოლიდარობა, მენტალიტეტი და სხვა ფაქტორები დასახელდა.
რაც შეეხება ახალგაზრდების ჩართულობას, აღინიშნა, რომ აქტიურობა დაბალია, თუმცა დასასრულს, რეკომენდაციის სახით წამოსულ წინადადებებში გაიჟღერა, რომ არჩევნები პირდაპირ კავშირშია უკეთეს მომავალთან, მშვიდობასთან, დემოკრატიასთან და ამ მიმართულებით ახალგაზრდები უფრო უნდა გააქტიურდნენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|