სიუჟეტში გაშუქდა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონაწილე მაჟორიტარი ქალი კანდიდატების შეხვედრა ქუთაისში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან. რა მდგომარეობაში უწევთ დევნილებს ცხოვრება, რა პრობლემები გააჩნიათ და რამდენად შეიძლება მათი მოგვარება. ამ საკითხების ირგვლივ ინტენსიური დიალოგი შედგა. როგორც გამოირკვა, კანდიდატები არსებულ ვითარებას კარგად იცნობენ და მათი მოგვარების ხედვაც გააჩნიათ.
სიუჟეტი ასევე გვიჩვენებს, შეიცვალა თუ არა საზოგადოების დამოკიდებულება ქალი კანდიდატების მიმართ. როგორ აღიქვამენ მათ შანსებს ამომრჩეველი ქალბატონები და რომელი საკითხების გადაჭრა მიაჩნიათ პრიორიტეტულად ქალ კანდიდატებს. როგორია საზოგადოების განწყობა არჩევნების წინ და რა პროგნოზებს აკეთებენ უბრალო მოქალაქეები.
როგორც ითქვა, შეხვედრა ჩატარდა ქსელი სინერგიას პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანი იყო დევნილი ქალების მომზადება არჩევნებისათვის, მოქალაქეთა პრობლემების წარმოდგენა მაჟორიტარი კანდიდატებისათვის და მათი საარჩევნო პროგრამების გაცნობა.
|