შაბათი, 27.04.2024, 04:31
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » ივნისი » 25

ტელეკომპანია „ეგრისის“ ეთერში გასული სიუჟეტი სენაკის გენდერული საბჭოს მორიგი სხდომის დღის წესრიგს ეხება. როგორი შედეგებით დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, როგორია საკრებულოს გენდერული შემადგენლობა;  რა საჭიროებები გამოიკვეთა ჩატარებული კვლევის შედეგად და როგორ აპირებს საბჭო საქმიანობის გაშლას მათი მოგვარებისათვის; რა გამოცდილებით ესტუმრნენ სენაკს ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს  წარმომადგენლები - ამ საკითხებზე ისაუბრეს სიუჟეტში საბჭოს წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.

როგორც საბჭოს წევრები აცხადებენ - არჩევნების შედეგებით, სენაკის საკრებულოში 6 ქალია: 4 პროპორციული სიით და 2 მაჟორიტარი, რაც წევრთა 20% შეადგენს.

რაც შეეხება კვლევის შედეგებს, საბჭოს წევრების აზრით, მიღებული მასალა საშუალებას იძლევა, რათა დაისახოს  შესაბამისი სტრატეგია მათი მოგვარებისათვის.  

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 697 | დაამატა: admin | თარიღი: 25.06.2014

ხშირად შეხვედრებსა და კონსულტაციებზე ქალებისთვის რთულია ემოციებისა და გრძნობების განსაზღვრა. ამიტომ გადაწყვიტა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა  ამის შესახებ საუბარი.       

სენაკის, ქუთაისისა და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჯგუფურ საკონსულტაციო შეხვედრებს დაესწრო 29 ქალი 19-დან 58 წლამდე.

საუბრის თემა: რა ვიცით ჩვენი გრძნობებისა და ემოციების შესახებ.

ბევრი ისაუბრეს. საინტერესოდ. ემოციურად.

მოკლედ რომ ითქვას:  

ემოციები - გრძნობების სწრაფი, ხანმოკლე ელემენტებია, გრძნობები კი მყარია, მეტი ხანგრძლივობის. ემოციები ზედაპირზეა, გრძნობები კი - სიღრმეში.

  • შეძენილ ემოციებს გრძნობებს ვეძახით.
  • გრძნობები უბრალო ემოციებისგან იქმნება.
  • ემოციების ახსნა შეგვიძლია, გრძნობების გამოხატვა კი ძნელია სიტყვებით.
  • ემოციები ხანმოკლეა, გრძნობები დიდხანს გრძელდება.
  • გრძნობები ემოციების მეშვეობით გვლინდება.
  • გრძნობებს ვაცნობიერებთ, ემოციებს კი ხშირად ვერა.
  • გრძნობები სიტუაციის მიხედვით არ იცვლება, ემოციები კი ყოველთვის სიტუაციაზეა დამოკიდებული.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 680 | დაამატა: admin | თარიღი: 25.06.2014

ქსელურ შეხვედრაზე, ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, მობილიზატორებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია ივნისში ჩატარებული მუშაობის შესახებ. აქცენტი გაკეთდა ახალ პროექტთან, ახალ აქტივობებთან დაკავშირებულ იდეებზე, ცენტრების შემდგომი გაძლიერებისა და დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის.

შეხვედრაზე მობილიზატორებს ჩაუტარდათ ვორკშოპი თემაზე „ინტერვიუ ძალადობის მსხვერპლთან“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 695 | დაამატა: admin | თარიღი: 25.06.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0