კვირა, 24.11.2024, 01:02
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » ივნისი » 03

ქალთა მხარდაჭერის ცენტრში „მრგვალი მაგიდის“ გარშემო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა შეიკრიბა.

სარებულოს წევრობის კანდიდატებმა - ზაზა მეტრეველმა, ანა ბერაძემ და ბექარ ბრეგვაძემ პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს მონაწილეებს.

ზაზა მეტრეველმა აღნიშნა, რომ პარტიის გამარჯვების შემთხვევაში წყალტუბოში განახლდება გზების რეაბილიტაცია, აშენდება ეგზოტიკური  პარკი...

კანდიდატებმა დევნილთა პრობლემებიც მოისმინეს (არარეაბილიტირებულ შენობებში ამორტიზებული საკანალიზაციო და წყალგაყვანილობის სისტემები, დაზიანებული სახურავები, გამრიცხველიანება, გაზიფიცირება, დევნილთათვის აგებული შენობების და მიწების საკუთრებაში გადაცემა...).

მეწარმე ქალთა ფონდის თავმჯდომარემ მერი გელაშვილმა კანდიდატებს დევნილთა და ქალთა საკითხების მოგვარებისკენ მოუწოდა. ერთ-ერთ საკითხად მან მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა დაასახელა.

 

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 771 | დაამატა: admin | თარიღი: 03.06.2014

ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ჩატარდა ქუთაისის ახალგაზრდულ პარკში, ნაჩვენები იყო 7 წარმოდგენა, მათგან 5 ახალი  წარმოდგენა.

ერთ-ერთმა წარმოდგენამ გამოიწვია საიტერესო და აქტიური დისკუსია. ნაჩვენები იყო ძალადობა ქალზე, რომელიც სამუშაოდ ხვდება მდიდრების ოჯახში.

მაყურებელმა ქალებმა ბევრი მსგავსი შემთხვევა გაიხსენეს. ისინი მესამე პირში საუბრობდნენ, მაგრამ რამდენიმე ქალი ისე განიცდიდა, აშკარა იყო, რომ საკუთარ ისტორიას ყვებოდა.   

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 685 | დაამატა: admin | თარიღი: 03.06.2014

ხონის ახალგაზრდულმა ცენტრმა დებატებისთვის  შემდეგი თემა აირჩია: „ეკოლოგია, გარემო და ახალგაზრდობა“. დისკუსიისას აღინიშნა, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა საქართველოში იმდენად საგანგაშოა, რომ ამ საკითხით დაინტერესება გასაკვირი არ უნდა იყოს. დასახელდა კონკრეტული ფაქტები -  ქალაქის მოუვლელი პარკი და ბაზრის დაბინძურებული ტერიტორია.

სიტუაციის ანალიზის შემდეგ ახალგაზრდებმა დაასკვნეს, რომ გარემოს დაცვა ნებისმიერი მოქალაქის ვალია და ისინი უფრო მეტად უნდა დაინტერესდნენ ამ საქმით.

დებატების დასასრულს გადაწყდა - მოაწყონ აქცია და დაასუფთაონ ქალაქის ცენტრალური პარკი.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 671 | დაამატა: admin | თარიღი: 03.06.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 40
სტუმარი: 40
მომხმარებელი: 0