დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა განსხვავებული ფორმატით.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: გენდერული თანასწორობის ქსელის თავმჯდომარე - მანანა მებუკე, ქუთაისის მერობის კანდიდატი - მაგდა გაბრიჩიძე და მაჟორიტარი კანდიდატი ქალები: ლია გვენეტაძე, ირმა პეტრიაშვილი, ლელა ქელბაქიანი, ციცინო ინასარიძე, ასმათ დვალიშვილი, ნათია გუდავა, ნესტან დანელია (მოიხსნა კანდიდატურა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო), ნატო უგრეხელიძე.
შეხვედრაზე ქალბატონებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს საკუთარი თავი და გააცნეს პროგრამები. ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრების მხრიდან ძირითადი დასახელებული პრობლემები იყო: 24-საათიანი წყლის მოგვარება, მოუწესრიგებელი სადარბაზოები, კანალიზაციის სისტემები...
შეხვედრა აქტიურად და საინტერესოდ ჩატარდა.
ბოლოს - ქსელის თავმჯდომარემ, ფონდი „სოხუმისა“ და მეწარმე ქალთა ფონდის თანამშრომელებმა და რამდენიმე კანდიდატმა მონაწილეობა მიიღეს გადაცემაში ტელერადიოკომპანია „რიონის“ ეთერში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|