პარასკევი, 26.04.2024, 14:10
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » ივნისი » 18

ზუგდიდში, მესხიას სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტში ახალგაზრდული დებატები გაიმართა თემაზე: ეკოლოგია, გარემო - ახალგაზრდული ინიციატივები.

დებატებს 26 ახალგაზრდა ესწრებოდა. მათ მიეწოდათ საინტერესო ინფორმაცია, რამდენი ხანი „ცოცხლობს“ გარემოში პოლიეთილენის ბოთლები, პარკები...

აღინიშნა, რომ სახელმწიფო უფრო მეტად უნდა იყოს დაინტერესებული გარემოს დაცვით, ხელი უნდა შეეწყოს საზოგადოებაში შინაგანი კულტურის დანერგვას, რომელიც თითოეულ მოქალაქეს „აიძულებს“ ნაგავი ურნაში ჩაუშვას.

Cაუბარი შეეხო სკვერების და პარკების მოწყობის საკითხს. ითქვა, რომ ზუგდიდში კომბინატის დასახლებაში არის სკვერი, სადაც ბავშვები ნაგავში თამაშობენ, იმიტომ რომ სრულიად მოუვლელი და მოუწესრიგებელია.

ახალგაზრდებმა საკუთარ პასუხისმგებლობაზეც ისაუბრეს და დაამატეს, რომ საჭიროა ყველამ საკუთარი თავით დაიწყოს გარემოს დაცვა, აღნიშნეს, რომ ახალგაზრდების აქტიურობა უფრო მეტად უნდა გამოიხატოს ამ  მიმართულებით.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 681 | დაამატა: admin | თარიღი: 18.06.2014

ახალგაზრდებთან გაგრძელდა საუბარი კომუნიკაციის თემაზე. ქუთაისისა და ფოთის შემდეგ - შეხვედრები ჩატარდა ხონისა და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, ზუგდიდის მესხიას სახელობის უნივერსიტეტში და სენაკის რაიონის სოფელ მენჯის საჯარო სკოლაში.

მთავარ თემას ინტერესით გაეცნენ ახალგაზრდები. რაც შეეხება ვერბალურ და არავერბალურ კომუნიკაციას, ბევრისთვის ეს ახალი იყო. ძალიან ბევრი შეკითხვა დასვეს და პასუხებიც მიიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა საგამოცდოდ ემზადებოდა, მაინც აქტიურად ესწრებოდნენ შეხვედრებს, ინიციატივებს ავლენდნენ და საინტერესო სამომავლო გეგმებს გვაცნობდნენ (შეჯიბრებები კალათბურთში გოგონებს შორის, დასუფთავების აქციები, საინფორმაციო შეხვედრები...).

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 653 | დაამატა: admin | თარიღი: 18.06.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0