წყალტუბოს ცენტრალურ პარკში 7 წარმოდგენა გაიმართა. 30-მდე ადამიანი ესწრებოდა, უმეტესობა - მამაკაცები (მათ შორის - დამსვენებლები აზერბაიჯანიდან, რომელთაც მიიღეს მოკლე ინფორმაცია ფონდი „სოხუმისა“და ფორუმ-თეატრის შესახებ).
დისკუსია პირველი წარმოდგენის შემდეგ გააქტიურდა.
ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგიმ აღნიშნა: „მე საჯაროდ ამ პრობლემის გამოტანას არ ვეთანხმები. ცოლ-ქმარი იჩხუბებს, მორიგდება და მესამე პირი დამნაშავე იქნება. დასანგრევად განწირული ოჯახი კი მაინც დაინგრევა“.
რა თქმა უნდა, იყო საპირისპირო მოსაზრებებიც.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|