ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:50
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » ივნისი » 26

გაიმართა ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მეშვიდე სხდომა.

საბჭოს წევრმა, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა თეონა გოგიშვილმა შეკრებილთ მიაწოდა ინფორმაცია ქუთაისის მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შესახებ. როგორც მან აღნიშნა, საბოლოო შედეგები ჯერ არაა დათვლილი. გამომდინარე, რეალურად სწორი არ არის ის მონაცემები, რომელსაც აცხადებენ.

„ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 29%-მა, მაშინ როდესაც წინა თვითმმართველობის არჩევნებზე მაჩვენებელი 36%-ს შეადგენდა. საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, ამ არჩევნებზე ნაკლები დარღვევა და ბათილი ბიულეტენების უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა“, - აღნიშნა ქალბატონმა თეონამ.

სხდომაზე განხილულ იქნა ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის შედეგად შემუშავებული წინადადებებისა და რეკომენდაციების პაკეტი. წევრებმა გულდასმით იმსჯელეს თითოეული პუნქტის ირგვლივ და  შეიტანეს ცვლილებები, ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე. 

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 831 | დაამატა: admin | თარიღი: 26.06.2014

ოზურგეთელი ჟურნალისტები განსაკუთრებული სოციალური აქტიურობით გამოირჩევიან, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდში ეს კიდევ უფრო მეტად იგრძნობოდა. ყველა მედიასაშუალება („ალიონი“, „გურიის მოამბე“, ტელეკომპანია „გურია“, „გურია ნიუსი“) ცდილობდა ქალი-კანდიდატების წარმოჩენას და მხარდაჭერას.

ფონდი „სოხუმისგანაც“ ამიტომ ჟურნალისტებმა განსაკუთრებული კომპლიმენტები მიიღეს. ეს განწყობა სდევდა თან ოზურგეთში გამართულ შეხვედრას.

მაგრამ მათი მისია ამით არ ამოწურულა - საქმე აწი უფრო მეტია: დეპუტატების საქმიანობის დანახვა გენდერულ ჭრილში და მეტი საინფორმაციო მხარდაჭერა იმ ჟურნალისტებისგან, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ოზურგეთის გენდერულ  საკონსულტაციო საბჭოსთან.

http://www.alion.ge/public/366--.html

http://www.alion.ge/public/358--.html

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 800 | დაამატა: admin | თარიღი: 26.06.2014

გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ადილობრივი თვითმართველობის არჩევნების შედეგების შეჯამებას დაეთმო. წლევანდელი არჩევნები იმით გამოირჩევა, რომ ოზურგეთი გაიყო თვითმმართველობის ორ ერთეულად: ქალაქ ოზურგეთის საკრებულოდ  და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოდ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 43 წევრიდან 5 ქალბატონია (11,6%).

ქალაქ ოზურგეთის საკრებულოში კი გენდერული თანასწორობა მიღწეულია - 15 წევრიდან 7 ქალბატონია (46,7%).

სხდომაზე ასევე განხილულ იქნა ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები, რომლებიც მომზადდა ორივე საკრებულოს ახალი შემადგენლობისათვის წარსადგენად.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 724 | დაამატა: admin | თარიღი: 26.06.2014

რას მოიაზრებს მზრუნველობამოკლებული ბავშვების მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამა; ვინ შეიძლება გახდეს ამ პროგრამის ბენეფიციარი;  რა  პრობლემებს აწყდებიან  ისინი, ვინც მინდობით ზრდის ბავშვს; როგორ ხდება ამ ბავშვების (რომლებიც  მანამდე  ოჯახში ძალადობის პირდაპირი ან ირიბი მსხვერპლი იყვნენ)  ადაპტაცია ახალ გარემოში...

„თავიდან გოგონებს უნებლიე შარდვა ჰქონდათ. როგორც კი ოჯახში მოსულ სტუმარს დაინახავდნენ, შიშით ეკითხებოდნენ ოჯახის უფროსს: „ბაბუ, ხომ არ დალევო?“

„ძველი ქალაქის“ ეთერში გასული „ანონიმური რადიომონოლოგი“ სწორედ ასეთ შემთხვევას ეხება და ორი პატარა გოგონას შესახებ მოგვითხრობს, რომელთაც პროგრამამ მისცა შესაძლებლობა, იცხოვრონ ჯანსაღ ფსიქო-ემოციურ და ყოფით პირობებში.

                                                                                                               

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 791 | დაამატა: admin | თარიღი: 26.06.2014

ოზურგეთის ადგილობრივ თვითმმართველობაში 12 ქალბატონი იმუშავებს (მუნიციპალიტეტის საკრებულოში - 5 და ქალაქის საკრებულოში - 7), - ამ სასიამოვნო ინფორმაციით დაიწყო ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში ოზურგეთის საკრებულოში მხოლოდ სამი ქალი იყო წარმოდგენილი.

კლუბის შეხვედრა მიეძღვნა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ქალთა მონაწილეობას.

ქალთა კლუბის წევრებმა ოზურგეთელი მრავალშვილიანი ოჯახის - ხინთიბიძეების პრობლემა დასვეს (ოჯახი სოციალურად დაუცველია, მისი 2 წევრი არის დაავადებული ცერემბრალური დამბლით, ცხოვრობენ ქირით - საჭიროებენ სასწრაფო ფინანსურ და სხვა სახის დახმარებას). ოჯახის დახმარების მიზნით, კლუბის წევრები საქველმოქმედო აქციის ჩატარებას გეგმავენ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 703 | დაამატა: admin | თარიღი: 26.06.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 22
სტუმარი: 22
მომხმარებელი: 0