წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ფსიქოლოგთან შეხვედრისას მუშაობა ასოციაციური და
მენტალური ბარათებით წარიმართა. მონაწილენი გაოცდნენ თავიათი არჩეული ბარათებით და
ფსიქოლოგის ინტერპრეტაციებით, თავიანთი ცხოვრების
დაფარული მხარე და საინტერესო დეტალები აღმოაჩინეს. მუშაობაში ჩართული იყო მონაწილეთა
მთელი ჯგუფი - ბარათებს ყველა თავისებურად ხედავდა და ხსნიდა...
ხონში ჩატარებულ შეხვედრას 16 ბიჭი და გოგონა ესწრებოდა. ბევრი იმსჯელეს, ახდენენ თუ არა
მაქსიმალურად რეალიზებას სოციუმში, რამდენად უშლით ხელს გარემო პირობები. მოზარდებმა
დაასახელეს სოციალურ-ეკონომიკური თუ კულტურულ-ინტელექტუალური ბარიერები, რომლებიც ხელს
უშლით ურთიერთობის არეალის გაფართოებაში, უკარგავს სტიმულსა და თვითშეფასებას.
18 თებერვალს ფოთის ქალთა
მხარდაჭერის ცენტრში ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგმა ტრადიციულ შეხვედრასთან ერთად ინდივიდუალური
კონსულტაციებიც გამართა. ერთ-ერთ ქალბატონს ოჯახური პრობლემების შედეგად მიღებული ფსიქოლოგიური
ტრავმა აწუხებს, მეორეს კი - შვილის ქცევებთან დაკავშირებული პრობლემები.
ფსიქოლოგმა სათანადო
პასუხები გასცა მათ და შემდგომ დახმარებასაც დაჰპირდა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt –
Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია) |