სენაკის მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგები, უფროსკლასელები და მშობლები
გაეცნენ ფონდი „სოხუმის" პროექტის მიზნებს და ამოცანებს, მიიღეს
ინფორმაცია საერთაშორისო კამპანიაზე „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ".
სკოლა აქტიურადაა ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების
მუშაობაში სამოქალაქო განათლების კუთხით. სკოლაში არის სხვადასხვა
(ცეკვის, ხელოვნების, სპორტის) წრე. სკოლის მოსწავლეები ესწრებიან ტრენინგ-სემინარებს,
სწავლობენ პროექტების წერას...
ამიტომაც მიესალმებიან ისინი აქტიურ თანამშრომლობას
ფონდ „სოხუმთან", რომელსაც ერთ–ერთ აქტიურ ორგანიზაციად იცნობენ.
შეხვედრის მონაწილეებმა ქალთა პრობლემებზე
ისაუბრეს: „იმის გამო, რომ დაუსაქმებელია
ქალთა დიდი ნაწილი სენაკში, მშობლებს შესაძლებლობა არა გვაქვს, შვილებს შევუძინოთ
სასწავლო ნივთები, უფრო მეტიც, მივხედოთ საკუთარ ჯანმრთელობას, - აღნიშნა ნანო ეჯიბიამ.
მათი სურვილია, სენაკის ამომრჩეველ
ქალთა კლუბმა პრობლემების ადვოკატირება
განაგრძოს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის
ფონდის მხარდაჭერით |